"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება

AutoSharing Option
"ტორპედო" გუნდში ცვლილებებისა და ახალი სეზონისთვის სამზადისის გეგმების შესახებ თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ქუთაისის „ტორპედო“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურ სამზადისს ხვალიდან შეუდგება. კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით გუნდი, თურქულ შეკრებაზე ხანგრძლივი დროით გამგზავრება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება.

ბელეკში გასამართი საწვრთნელი პროცესის პირველი ნაწილი, მთლიანად ფიზიკური კონდიციების ოპტიმალურ დონეზე მიყვანას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპზე, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ტორპედოელები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომელთა ინტერნეტ-ტრანსლაციების განხორციელებაზე კლუბის პრესსამსახური აქტიურად მუშაობს.

გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამოდინარე, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. თურქულ შეკრებაზე კი „ტორპედოს“ რიგებში
ახალ სახეებს ვიხილავთ. მათ შორის, იქნებიან გიული მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე. მომდევნო სეზონში, ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც, როინ კვასხვაძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან მჭედლიძე, მათე ცინცაძე და სხვები არიან, ქუთაისელთა ღირსებას კლუბის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაიცავენ, რომლებსაც თავის გამოჩენის კარგი საშუალება მიეცემათ.

კლუბში და თურქულ შეკრებაზე განვითარებული მოვლენებისა და სიახლეების შესახებ „ტორპედოს“ პრესსამსახური გულშემატკივარს, ამომწურავ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის".

მკითხველის კომენტარები / 7 /
შემადგენლობა საჩემპიონო არ არის, მაგრამ ევროზონისთვის უნდა იბრძოლოს, წესით. მოსული ფეხბურთელების უმეტესობას კარიერულად ჩავარდნები ჰქონდათ და ბევრისთვის ჩამოწერილი ფეხბურთელებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ტორპედოს დონეს ამ ეტაპისთვის გააუმჯობესებენ.
პელიდი
10 იანვარი 2022 09:40
1
ვინც არ უნდა მიიყვანო გუნდში, ცეცაძის ხელში არაფერი გამოვა! რას ერჩით ამ ქუთაისს?
კოტე
10 იანვარი 2022 09:07
4
visac ar gjerat chumad ikavit ra, da visac gvjera gvacadet.
kutaisi
10 იანვარი 2022 08:19
1
ვიყოთ რეალისტები, არაბიძე მჭედლიძე პაპუნაშვილი კვასხვაძე, პლიუს მწვრთნელი და არაერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი ეს ფეხბურთელები თავისი ნიჭის 80 % თუ აჩვენებენ ჩემპიონები გახდებით..ყველას გილოცავთ ახალ წელს
მინდია ბათუმიდან
10 იანვარი 2022 06:51
1
რადიკალური ცვლილებები არ ხდება, ისევ ისე იფაფხურებენ ქართული კლუბები
ლაშა
10 იანვარი 2022 06:27
1
აუფ ამ ხარახურა ფეხბურთელებით აპირებთ რაიმე წარმატების მიღწევას?კუკავა უკეთეს დაპირებებს იძლეოდა,რაფერ აკეთებთ უკუყმა ყველაფერს ვერ ვხდები ამ ფეხბურთელებით გუნდი გავარდება ეროვნულილიგიდან
ბალეშიკ
10 იანვარი 2022 01:30
15
ბოლო 7-8 წელი რამდენჯერ აიწყო ახალი გუნდი..აქედან გამომდინარე დიდი მოლოდინი არა მაქვს რო რამე შეიცვლება.
Levani
10 იანვარი 2022 01:13
10

სიახლეები პოპულარული