გიორგი არაბიძე: ესაა ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად

AutoSharing Option
"ნასიონალის" აწ უკვე ყოფილ შემტევს, გიორგი არაბიძეს, "ტორპედომ" კონტრაქტი გაუფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. ქუთაისელთა ახლწვეულმა კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ტორპედო" ბევრს ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის. მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი, დიდი გუნდია და სიტუაციაც კარგია. გამიხარდა, რომ აქ ვარ, რადგან ჩემთვის ეს მოტივაციაა. ხელმძღვანელობას წარმატებული პროექტის შექმნა სურს. ეს, რასაკვირველია, კარგი იქნება კლუბისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც.

გულშემატკივარი უნდა ელოდოს იმას, რასაც ელოდებიან, რადგან ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და "ტორპედოს" სურს.
მთავარი მონდომებაა.

მოტივაცია რომელ გუნდშიც არის, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება. მე რასაც ვუყურებ, ყველაფერი კეთდება ფეხბურთელების მხრიდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ სასურველი შედეგი დადგეს. აი, ეს არის ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.

ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის მანძილზე ჰქონია შეხება გია ცეცაძესთან. ვფიქრობ, არ გაუჭირდებათ მათ მწვრთნელის მითითებების გაგება. გია მაღალი დონის მწვრთნელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა, მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება. მე პირადად გიაზე ყველაფერი დადებითის თქმა შემიძლია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რას შვრება ეს ოხერი ფული ჰააა???
ფულიიიი ბევრი ფულიიიი
06 თებერვალი 2022 00:07
0
ოხ ეს სადღეგრძელოები, სადღეგრძელოები. . .
დაასხით
26 იანვარი 2022 15:29
1
კი დავცინეთ კუჭავას, მარა მგონი მართლა ლიგის თასისკენ მიიწევს ტორპედო.
ჭიჭიკო
26 იანვარი 2022 01:15
0
ჩაგეთვალა))) მაგრად გამაცინე.
G.LA
26 იანვარი 2022 13:45
0
ტორპედოც გაძლიერებულიყო და ჩიხურა ლოკილოტივიც არ დაშლილიყო ( სამტრედიაც ) ჩვენი ჩემპიინატი რაღაც მაინც იქნებოდა მაგრამ რაც არის ვხედავთ
სხვა რამე
26 იანვარი 2022 00:22
2
…ყოველთვის ვამბობდი და ალაც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი უნიჭიერესია და დიდ ფეხბურთს ითამაშებს!!! აბა შენ იცი გიო!!! კარგად ვიხსენებ მირ ოტელს და მორშჩინსკაიას, მაშინ ამაყი ვიყავი სტადიონზე, რომ ქართველი ხაზავდა იქსურობას და ყველას სჯობდა!!!
დათო
26 იანვარი 2022 00:08
4
კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელთან და კარგ გუნდში დიდი ძალაა!
Guja Kakhadze
25 იანვარი 2022 21:06
0
ეს ბოლო შანსია, თუ საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ წარმოაჩინე თავი ეგ ნიშნავს რომ საბოლოოდ დაკარგული ხარ. წარმოტებები არაბიძეს და ნაკლები ტრავმიანობა!
Irakli
25 იანვარი 2022 18:55
0
ძალიან კარგია ! არაბიძე ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და იმედია მალე ჩადგება მწყობრში და 1-2 წელში ევროპის კარგ გუნდში გადავა და რაც მთავარია ნაკრებს გამოადგება !
zura222
25 იანვარი 2022 18:51
1
ძალიან მახარებს ტორპედოს ამბები ესე რომ ძლიერდებიან მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე რაც უფრო ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება საქართველოს ჩემპიონატში პირველ რიგში ჩვენ ფეხბურთს წაადგება. მეტი და მეტი ინვესტორი ქართულ კლუბებს.
Batumi90
25 იანვარი 2022 18:44
0
წარმატებები არაბ ტორპედოსთან ერთად. მე და არამარტო ყველა ქართული ფეხბურთის ქომაგს ეიმედება ტორპედოს ამ პროექტის და იმედია შედექი იქნება ისეთი რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ქართულმა კლუბმა და ტორპედო პირველი იქნება ვინც გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს და შეაღწევს ესოდენ სანატრელ ევრო ტურნირის ჯგუფში.
Anj: Antey
25 იანვარი 2022 18:43
1

სიახლეები პოპულარული