ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

არაბიძეს "ტორპედოში" თამაშის უფლება მიეცა

AutoSharing Option
4 მარტს "ტორპედომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიური მხარის გამო გიორგი არაბიძის განაცხადში შეყვანა ჭიანურდებოდა. დღეს კი კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ პრობლემა მოგვარებულია და არაბიძეს ქუთაისურ გუნდში თამაშის უფლება აქვს:

"გიორგი არაბიძის ირგვლივ არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილია. ჩვენი ახალწვეული მომდევნო თამაშებში შეძლებს კლუბის დახმარებას!"

13 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, "ტორპედო" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და სავარაუდოდ, არაბიძის ოფიციალური დებიუტი შედგება.