"რუბინი" ხვიჩას ტრანსფერს უარყოფს - გულშემატკივრები ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ბათუმის "დინამოში" გადასვლის შესახებ ინფორმაცია უმალ გავრცელდა რუსულ პრესაში. "რუბინმა" გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი არ შეუჩერებია. კლუბს არავითარი საბუთი არ მიუღია".

როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩას მიერ რუსეთის დატოვებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. championat.com-სა და sports.ru-ზე კომენტარებში მომხმარებლები ქართველისადმი ცინიკურ და ზიზღიან დამოკიდებულებას გამოხატავენ. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:

- მოლოდინი "ბაიერნი", რეალობა ბათუმის "დინამო";
- "რუბინის" მოლოდინი - ხვიჩას გაყიდვიდან 20 მილიონი, რეალობა 0 ევროდ ბათუმში წასვლა;
- ზაფხულში ნორმალურ კლუბში გადავა, ქართველები დამატებით ფულსაც მიიღებენ, ხოლო "რუბინი" ხელმოცარული დარჩა;
- ევროპის ტოპ-კლუბში გადავიდა;
- ევროპაში გადავიდა;
- ბათუმის "დინამომ" მისი კონტრაქტი 500 რუბლად გამოისყიდა;
- ხვიჩა პატრიოტკაა, ნამდვილი პატრიოტკა;
- თითქმის "ნაპოლიში";
- გარშემო ზღვა და იტალიელები არიან;
- ბიჭმა და მისმა მამიკომ წარმატებას მიაღწიეს;
- სჯობდა ნოგინსკის "ზნამიაში" გადასულიყო;
- გასაგებია, შემდეგი ტრანსფერისას ფულს "გახერხავენ";
- მოლოდინი 20 მილიონი, რელობა - უფასოდ გაიქცა სამშობლოში;
- საბოლოოდ გაპიარებული მოთამაშუკა აღმოჩნდა;
- დაწინაურდა;
- იქ იქნება მისი ნორმა, მისი დონე;
- ეს კარგი გუნდია? როგორც "რეალი"?
- იქიდან გაქცევა ადვილია. დღეს გერმანიაში რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერების დამატება აკრძალეს;
- 20 მილიონი მთელი ბათუმის "დინამოს" ფასია;
- სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი;
- "ნაპოლის" ლეგენდა;
- "ნაპოლისთვის" ეს მარადონას და ინსინიეს დაკარგვის ტოლფასია;
- საბუთები რატომ ვერ გამოგზავნეს? უბრალოდ, პრინტერის ქაღალდი აღარ აქვთ;
- ბათუმის "დინამო" კარგი გუნდია, მალე ევროტურნირებზე ითამაშებს, რუსულ გუნდებს კი უახლოეს წლებში ასეთი პერსპექტივა არ აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ხვიჩა ხვალ მოაჩუმებს გოლის გატანით ამათ!!! ვითომ დასცინიან,მაგრამ ამით იმას ამტკიცებენ,რომ მაგრათ გამოეტირნენ!!! ხვიჩას მიერ ნაკრებში ყოველ გატანილ გოლზე თითებზე იკბინეთ!!! და ისიც თქვან რუსებმა ხვიჩაზე მაგარი ვინ ყავდათ თავიანთი?
ზურა
12:40 24-03-2022
1
რა წერია ისეთი რაც სიმართლეს არ შეესაბამება?
ტოპ კლუბიო ტვინის ბურღვა მიდიოდა,კაი კლუბს გავანებოთ თავი ტომ 4 ჩემპიონატიო.
მილანიო ,ნაპოლი,იუვე და ა.შ. ჩვენთვის უკვე აქ თამაშობდა და აღმოჩნდა ბათუმში.
წა თქმა უნდა წარმატებები სადაც არ უნდა იყოს.
joom
08:36 24-03-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული