საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ტულის "არსენალის" დატოვების შემდეგ, დღეს ბათუმის "დინამოში" ივარჯიშა.
აჭარული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ დავითაშვილს განაცხადში შეიყვანენ და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, რათა ის მათ გუნდში იმავე პირობით დარჩეს, როგორც კვარაცხელია, ანუ ლაპარაკი არა დროებითი, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაზეა.
ასე რომ, დიდი ალბათობით, ზურიკო ბათუმის "დინამოს" ეროვნულ ლიგაშიც დაეხმარება და ევროტურნირებზეც.
დავითაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.