ზურიკომ ბათუმის "დინამოში" ხვიჩასთან ერთად ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ტულის "არსენალის" დატოვების შემდეგ, დღეს ბათუმის "დინამოში" ივარჯიშა.

აჭარული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ დავითაშვილს განაცხადში შეიყვანენ და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, რათა ის მათ გუნდში იმავე პირობით დარჩეს, როგორც კვარაცხელია, ანუ ლაპარაკი არა დროებითი, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაზეა.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ზურიკო ბათუმის "დინამოს" ეროვნულ ლიგაშიც დაეხმარება და ევროტურნირებზეც.

დავითაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ცოტა ზედმეტი მგონია, გაუჭირდება ამდენი შემტევის დაბალანსება გეგუჩაძეს.
გგგ
14:35 06-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული