ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

საბა კვირკველიაც ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
30 წლის მცველი საბა კვირკველია კარიერას ეროვნული ლიგის ბინადარ "გაგრაში" განაგრძობს - ინფორმაციას "Postv ფეხბურთი" ავრცელებს.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რამდენხნიანი კოტრაქტი გააფორმა მან ახალ გუნდთან და რა არის შეთანხმების დეტალები. "გაგრამ" თავისი Facebook-ის გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ცნობილი ფოტოს ვერსია, სადაც საბა კვირკველიასა და გარეთ ბეილის ორთაბრძოლაა აღბეჭდილი. ქართველი ფოტოდან ამოჭრილია, პოსტს კი ასეთი სათაური აქვს - "ვინ არის?"

მოგეხსენებათ, კვირკველია ბოლოს უკრაინულ "მეტალისტში" ასპარეზობდა, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მან ეს გუნდი დატოვა.