"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჩვენი გუნდის თავკაცს შემდეგი კითხვა დაუსვა:

-თქვენ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს ნაკრებს წვრთნით, რომელ ფეხბურთელი განვითარდა ისე, რომ გვირჩევდით ბუნდესლიგაში, მათ შორის თქვენს ყოფილ გუნდში "ბაიერნში" სათამაშოდ?

-ჩვენი ყველაზე დიდი ტალანტი ხვიჩია კვარაცხელიაა, ის რიბერის სტილში თამაშობს, ყოველთვის მიდის რისკზე, სწრაფია, კარგ პასებს აკეთებს და ტექნიკურად ძალიან ძლიერია.

მან ყაზანის "რუბინი"
დატოვა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალ კლუბში რეგულარულად ითამაშოს და ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ბუნდესლიგაში თამაში. 21 წლის ასაკში შეიძლება მთლად "ბაიერნის" დონის არ არის, მაგრამ "დორტმუნდში", "ლევერკუზენში" ან "გლადბახში" თამაში ნამდვილად შეუძლია", - უპასუხა სანიოლმა.

alt"დამირეკა იაშვილმა... 5 წუთი ვილაპარაკეთ და ვუთხარი..." - სანიოლმა მოჰყვა, როგორ დაინიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად

მკითხველის კომენტარები / 19 /
დილით მწვანე ჩაიც ხომ არ მიართვას ფინჯანით? :) 2-წელიწადნახევარია ჩაკვეს ნაკრებში არაფერი გაუკეთებია. რანაირად შეაწიოს სიტყვა? ადამიანის ნათქვამს ფასი უნდა ჰქონდეს და სანამ ჩაკვე არ მოიხოდება, ვიძახოთ რამდენიც გვინდა ნიჭიერიაო. ეგ ისედაც ყველამ იცის.
რრრ-ს
12:44 09-04-2022
4
ჩაკვე იქა ჰყავთ გერმანელებს თვალწინ,ჰამბურგში და არავისი აზრი არ სჭირდებათ,ჯერჯერობით დიდი გზი გავლა საჭირო,მათ თავი რომ მოაწონოს.
status quo
13:12 09-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული