ბათუმელებმა მეტოქეს მისალმება არ აცადეს, ჯოვინო ფლამარიონმა უკვე მე-2 წუთზე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - რადინის ჩაწოდების შემდეგ, შოვნაძეს აუღებელი თავური დაურტა.
მე-6 წუთზე წყალტუბოელებმა ირაკლი აზაროვის შეტევაში ჩართვით ისარგებლეს და მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიში განავითარეს, რასაც მამუკა კობახიძის შეცდომა მოჰყვა. კუხიანიძე მეკარე ალავიძემ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებაც მიიღო. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულამა შეასრულა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. "სამგურალმა" გოლის გატანა კუთხურიდან სცადა, რაც კინაღამ გამოუვიდა.
25-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას კარის აღება შეეძლო, თუმცა მეკარე შოვნაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და "კვარას" არ გაატანინა. აქვე, ტრავმის გამო, შეხვედრის გაგრძელება საქართველოს ნაკრების წევრმა ლადო მამუჩაშვილმა ვეღარ მოახერხა.
ბათუმელების დაცვის ხაზში პრობლემები სახეზე იყო, თუმცა სერგო კუხიანიძე ამას სათანადოდ ვერ იყენებდა. ტაიმის ბოლოს ჯოვინოს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა წყალტუბოელთა კიპერმა აქაც კარგად ითამაშა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, გრიგოლ ჩაბრაძემ მასიაშვილთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო, ყელის არეში იდაყვი მოხვდა და მოედანზე სასწრაფო დახმარების შემოყვანა გახდა საჭირო. ამ ეპიზოდმა შეხვედრაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და თამაშის ტემპი დაეცა. თანაც, მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო.
84-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იმოქმედა და რამდენიმე მეტოქეს ეფექტურად გაუმკლავდა, ბოლოს კი წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმა თავად ხვიჩამ შეასრულა, თუმცა არაზუსტად.
ბოლო წუთებში, ბათუმელთა რიგებში ჯანო ანანიძეც ვიხილეთ, კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცა. სტუმართა მე-2 გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების იყო - გუგა ფალავანდიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძეს გაატანინა. ფალავანდიშვილი ამაზე არ გაჩერედა და მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო - 0:3.
10.04.22. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
"სამგურალი" - "დინამო ბათუმი" 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (2), 0:2 ლობჯანიძე (90+1), 0:3 ფალავანდიშვილი (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: კუხიანიძე (7)
მომდევნო ტურში, 18 აპრილს, "დინამო" გაგრას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" ეწვევა.
არაბიძის სადებიუტო და ხუციშვილის საოცარი გოლი ჰამზიჩის კარში - "ტორპედომ" გაიმარჯვა [VIDEO]
კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]
დღეს მთელი საქართველო რუსეთის ძალმომრეობას აგინებს,უკრაინაში და რაც ჩვენ სტადიონებზე ხდება,იგივე ძალმომრეობა არ არის?!ჯერ მხოლოდ გინებაა და ისე ვატყობ,წელსაც ვერ გადავრჩებით ფანებს შორის ცხვირპირის მტვრევას.ეტყობა მათშიც პატარა რუსეთი დევს და გარეთ გამოსასვლელად იბრძვის.ყველა კლუბს,თავისი ფანები ჰყავს და გუნდის ხელმძღვანელობამ ალბათ ძალიან კარგად იციან,ვინ როგორ იქცევა.მგონი დროა,მათთან მუშაობაც დაიწყონ კლუბების საზოგადოებასთან ურთიერთობების მუშაკებმა.სხვანაირად კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. ალბათ დამაყრიან დისლაიქებს,მაგრამ იქნებ ვინმე დაფიქრდეს კიდეც.დისლაიქებს კი,როგორმე ავიტან.რასაც ვწერ,ვინმეს სიძულვილით ხომ არ ვწერ.ფაქტია,რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
ე.წ ჯენტლმენურო შეთანხმება :)
მართალი ხართ, შეიძლება ნანობდეს კიდეც გადმოსვლას მაგრამ რუსეთში დარჩენას ყველაფერი ჯობდა ამ ეტაპზე .
ზაფხულამდე რომ დარჩენილიყო ჯერ ჩვენ მოვუწყობდით ჯოჯოხეთს აქედან და მერე მისთვისაც არ იქნებოდა ადვილი ამ ომის ფონზე რუსეთში თამაში.
ასევე რუბინმა ყველა თამაში წააგო პირწმინდად და საშინელ ფორმაშია:)
მოკლედ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი იყო ეროვნული ლიგა.
იმედია ზაფხულამდე გავაძლებინებთ უტრავმოდ და მერე წავა ნაპოლიში.
მცველები არ მიუახლოვდნენო სადმე წერია? 16 მილიონიან ფეხბურთელს ყანაში ვათამაშებთ და პლიუს ტრიბუნებიდან ვიძახით დავლეწოთთქო და განსხვავებას ვერ ხედავთ?
ეს მოსაწონი გგონიათ?
სრულიად აცდენილია რეალობას თქვენი კომენტარი.
კი გვიხარია ეროვნული ლიგის დონეს აწევსთქო, მაგრამ ერთი კაცი ვერაფერსაც ვერ აწევს, პირიქით თვითონ ე. ლიგა დაწევს მის დონეს და ეგ არ იქნება არავისთვის კარგი.
იმდენი რამეა გამოსასწორებელი , ჯერ მარტო ჩაბრაძის ტრავმა რად ღირს. თავის დროზე ვერ აღმოუჩინეს დახმარება, ბიჭი გაითიშა, სუნთქვა შეეკრა და რამდენი ხნის მერე მოვიდა დახმარება. ამ დროს შეიძლება ერთი წუთიც წყვეტდეს ადამიანის სიცოცხლეს. ასე როგორ შეიძლება. და ამ დროს ჩვენ ერთი ხვიჩათი რომ ვცდილობ ეროვნული ლიგის დონის აწევას ცოტა სასაცილოა.
რაც შეიძლება მალე უნდა გაასწროს აქედან და რაც მთავარია ჯანმრთელმა.
ჩვენ აქ იმას განვიხილავდით, რუსებმა არ დატრავმონთქო და გვეშინოდა. თურმე სად ხარ.
აქ კომენტარი დამიტოვეს წეღან, ევროპულად მოქცევაა ეგო, ევროპელი გულშემატკივარიც ადე იქცევაო..
"დოულეწეთ" ფეხებიო რომელ ევროპაში გაიგო საინტერესოა.
ასეთი დაბალ განვითარებადი საზოგადოება რომ გყავს და თან მოგწონს ეგ და ევროპულს უწოდებ, რა კომენტარი გავაკეთო ამაზე არვიცი ))
შვედებს დუბლი გაუტანა კვარაცხელიამ და შვედმა ფანებმა ტაში დაუკრეს ბოლოს. ევროპა ეს არის რეალურად მაგრამ ამას აიგნორებენ, თუ ვინმემ იქაც შეიგინა ესე იგი ის ყოფილა კარგი :)
ამ ბიჭს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს და აქაურ მახინჯ მინდვრებზე, მახინჯად მოთამაშე მცველების გამო რამე დაემართოს არ შეგრცხვებათ ნეტა...
ტრანსფერი შედგეს და რაც გინდათ ის გიქნიათ მერე.
აქაურობას მაინც არ ეშველება, ასეთი დაბალგანვითარებადი ე.წ გულშემატკივრის გამო და არამარტო...
რაც შეეხება სამგურალის შემადგენლობიდან გილმორეს გამოვარჩევდი. კუხიანიძეს პენალტის გაფუჭების მიუხედავად ძაან სუსტად ითამაშა, მარტო თავის თავზე იყო და არა გუნდზე. მესმის პირად გაუმჯობესებისთვის აკეთებ,მაგრამ უპირველეს ყოვლისა გუნდურობა და მეტიც საკუთარ თავზე უნდა ივარჯიშო,რადგან ნაკრების კანდიდატი ხარ.
გისურვებთ წარმატებებს თითოეულ გუნდს შიდა და გარე ასპარესზე.