ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"დილამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „დილამ“ გასვლაზე „ლოკომოტივი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა უქულოდ მყოფი გუნდი ერთ-ერთ ლიდერთან მატჩის 38-ე წუთზე იაკობიძის პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 64-ე წუთზე გაგნიძემ თავურით გორელები დააწინაურა. შემდეგ ფოფხაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ყველაფერი დასრულდა. თუმცა დემჩენკოს შეგირდებმა შეტევები გააგრძელეს და თევდორაძის კარი გონსალვესმაც დალაშქრა.

„დილა“ 15 ქულით მეორე ადგილზეა და 18 აპრილს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივი“ იმავე დღეს „საბურთალოს“ შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი - დილა 0:3
გოლები: 0:1 გაგნიძე (64), 0:2 ფოფხაძე (72, საკ. კარში), 0:3 გონსალვესი (76)
გაძევება: იაკობიძე (38, დილა)