საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც ტულის "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ აჭარული კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება.
დავითაშვილმა ბათუმის "დინამოში" ვარჯიში 5 აპრილს დაიწყო და ახალ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
18 აპრილს ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "გაგრას" უმასპინძლებს და სავარაუდოდ, ახალ გუნდში მისი დებიუტი შედგება.