ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კვარაცხელია და დავითაშვილი კვირკველიას წინააღმდეგ - მატჩის დღე

AutoSharing Option
დღეს, 18 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის მატჩები ჩატარდება. ყველაზე დიდ ინტერესს ბათუმში გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც ადგილობრივი "დინამო" "გაგრას" დაუხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხალხმრავალი ბათუმური პუბლიკის წინაშე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ახლა კი სასტარტო შემადგენლობაში ველით. უკვე გია გეგუჩაძის გუნდთან ერთადაა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ზურიკო დავითაშვილი. ბათუმელთა თავკაცის საფიქრალი შემადგენლობის სწორად დაკომპლექტება და როტაციაცაა. ეს უფრო შეტევას ეხება, თორემ დაცვაში ნაკლები კონკურენციაა.

Sportall.Ge

რაც შეეხება "დინამოს" დღევანდელ მეტოქეს - "გაგრაში" ხომ საბა კვირკველია ჩაირიცხა. ამხელა მასშტაბის მცველი საქართველოში
ბევრი ნამდვილად არაა და ახლა როგორ კონდიციებშიც უნდა იყოს, მის კლასთან დაპირისპირება მარტივი არ იქნება. გაგრელთა წინა ხაზში მათე ვაწაძეა, რომელმაც უკვე 4 გოლის გატანა შეძლო და აშკარად განსხვავებულ უნარებს ავლენს, რასაც ქართველი ფორვარდებისგან ხშირად ვერ ნახავ.

მოგეხსენებათ, ბათუმელები 16 ქულით პირველ ადგილზე არიან, გორის "დილას" - 1, ხოლო თბილისის "დინამოს" 2 ქულით აღემატებიან. "გაგრას" ჯერჯერობით მხოლოდ 8 ქულა აქვს და სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული მეტოქე ჰყავს.

ბათუმში გასამართი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მას გიორგი კიკაჩეიშვილი განსჯის.

რაც შეეხება ტურის სხვა შეხვედრებს: "სიონი" - "ტორპედო" (16:00 სთ), "დილა" - "თელავი", "დინამო თბილისი" - "სამგურალი" (ორივე 19:00 სთ), "საბურთალო" - ""ლოკომოტივი" (21:00 სთ).

altვაწაძის მე-4 გოლი, კვირკველიას სასტარტო, მეკარის ტრავმა და ფრე ზესტაფონში [VIDEO]

altოფიციალურად: დავითაშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

altხვიჩას ფინტები გულგრილს ვერ დაგტოვებთ - კვარაცხელია "სახურავზე ავიდა" [VIDEO]

altკვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ