ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

AutoSharing Option
დღეს, 29 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-2 წრე დაიწყება. ორი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ჩემპიონატის ლიდერი ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონს" ესტუმრება. მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა, ბათუმელთა ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ყურადღება (transfermarkt-ზე "ძებნაში" მე-2 ადგილზეა) გაზრდილია. "კვარა" კარგ ფორმაშია და უჩა სოსიაშვილის გუნდის 4-მატჩიან წაუგებელ სერიას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ბათუმელებმა გატანა ყველა ტურში შეძლეს. გია გეგუჩაძის გუნდის მატჩებში საშუალოდ 3.3 გოლი გადის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ჯოვინო ფლამარიონი შესანიშნავ ფორმაშია (9 გოლი, 2 საგოლე პასი). სავარაუდოდ, ზურიკო
დავითაშვილმა "დინამოში" უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

"თამაზ სტეფანიაზე" შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

მე-10 ტურს ქართული კლასიკო დახურავს - ერთმანეთზე ცუდ ფორმაში მყოფი პრინციპული მეტოქეები, ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ურთიერთობას "რამაზ შენგელიაზე" გაარკვევენ.

კახა ცხადაძის გუნდს ბოლო 4 შეხვედრაში არ გაუმარჯვია (მარცხი და 3 ფრე) და მე-4 ადგილს იკავებს. ქუთაისელებს კი, მრისხანე შეტევის მიუხედავად, გოლის გატანა უჭირთ - 9-დან 5 მატჩში ეს საერთოდ ვერ შეძლეს. პირველ წრეში "დინამო არენაზე" მასპინძლებმა 4:0 იმარჯვეს, ახლა კი უფრო დაძაბულ დაპირისპირებას ველით.

შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს და მას არსენ ნონიკაშვილი განსჯის.

ტურის სხვა მატჩები: 16:00 სთ - "გაგრა"- "დილა", "სამგურალი" - "საბურთალო", 20:00 - "თელავი" - "ლოკომოტივი".


altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"გაგრამ" კაცნაკლულ თბილისის "დინამოს" სძლია [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ