შინდაგორიძემ 86-ე წუთზე "საბურთალოს" ქუთაისში გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "საბურთალომ" გასვლაზე "ტორპედოს" 1:0 სძლია.

მასპინძლებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, შეცვლაზე შესულმა შინდაგორიძემ კი 86-ე წუთზე კვასხვაძის კარი დალაშქრა და სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა და "ტორპედოს" დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარა.

„საბურთალო“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და 12 მაისს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ 13 მაისს გასვლაზე „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - საბურთალო 0:1
გოლი: შინდაგორიძე (86)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი ნება, რომ იყოს ცეცაძეს აუტშიკობასაც არ ვანდობდი.
დავით
00:02 09-05-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული