საფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში „დილა“ 3:0 დაამარცხა.

ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და საკმაოდ ლამაზი სანახავი იყო. 29-ე წუთზე კვარაცხელიამ დავითაშვილის პასი მიიღო, ორი მეურვე ჩამოიცილა და ლამაზი გოლით მასპინძლები დააწინაურა. სტუმრები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და კაპანაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო ტაიმის დასასრულს აჭარულმა გუნდმა ანგარიშის გაზრდის შანსი გაუშვა ხელიდან - პირისპირ გასულ ლობჯანიძეს გატანა ბულისკერიამ არ დაანება.

მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა, უხეშობამ იმატა და მსაჯმა ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა. 65-ე
წუთზე შორიდან ალთუნაშვილის დარტყმული ბურთი გორელთა გუნდის ხარიხას მოხვდა. შემდეგ ხვიჩამ შეცვლაზე შესული ფლამარიონი ბულისკერიასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მეკარემ თავისი გუნდი გადაარჩინა. ბოლოს შეცვლაზე შესულმა ჯიღაურმა და გაფრინდაშვილმა დალაშქრეს „დილას“ კარი, „დინამომ“ გაიმარჯვა და მეტოქე 5 ქულით ჩამოიტოვა, რომელმაც ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დილა“ 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (29), 2:0 ჯიღაური (81), 3:0 გაფრინდაშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ზარია 85), რადინი (ბიძინაშვილი 72), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 78), კვარაცხელია (ჯიღაური 78), ლობჯანიძე (ფლამარიონი 72)

დილა (4-2-1-3): ბულისკერია, სილვა, ჭიჭინაძე, ნონდი, ჩიტეიშვილი, გაგნიძე (კ), სანტოსი, მოსიაშვილი (მადინგა 69), გონსალვესი (დრამე 62), კაპანაძე (მაქაცარია 69), ღუდუშაური (ტავარეში 85)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბათუმელ გულშემატკივარს ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას და იგივეს ვუსურვებ ევროტურნირზე.
გაიოზ გოშაძე
10 მაისი 2022 16:37
0
ბათუმის დინამო აშკარად საუკეთესო გუნდია ჩემპიონატში, მაგრამ აზრი? ზაფხულში ნახევარი გუნდი წავა და… მეორე გოლი აშკარად არ უნდა ჩათვლილიყო.
Musenbezi
09 მაისი 2022 13:05
4
აუ რა გიჟია
mari
09 მაისი 2022 11:39
4
ხვიჩას,ჯიღაურის,გაფრინდაშვილის გოლებით და მსაჯის დახმარებით მართლა გაიმარჯვა ბათუმმა!
ღუდუშაურმა რა უყო აზაროვს,საერთოდ გააქრო მოედნიდან.დინამო თბილისთან მალიმაც რამდენჯერმე მასტერ კლასი ჩაუტარა და ესა გგონიათ ევროპის დონის ფეხბურთელი?წავა სადმე და ესეც გახეხავს სათადარიგოთა სკამს.
kutaisi
09 მაისი 2022 10:15
20
Shen ras xexav amistanas
Boghmians
09 მაისი 2022 14:19
2
ზურიკოს უნდა ტაკტიკური სწავლება ძაან კარგი კონტრ შეტევუს ფეხბურთელია სრსფად ააქ ბურთუ საკუთარი საჯარიმოდან მეტოქემდე ცოტა დახვეწა უნდა დროულად მოიცილოს ბურთი.იმედია მწრვთნელები ეტყვიან.
მოსეხონელი
09 მაისი 2022 07:52
1
იმაზე არავინ საუბრობს, კვარაცხელიას რა სიხშირით ურტყამენ ფეხებში. მიიღებს ეგ ბიჭი ერთხელაც მძიმე ტრავმას და დარჩება ოცნებად ევროპაში თამაში.
რუსეთში რომ ურტყამდნენ აქ ერთი ამბავი იყო და ეროვნულ ლიგაში უნდა დაილეწოს მაინცდამაინც...
მომწონს როგორც თამაშობს და არ ერიდება ორთაბრძოლებს მაგრამ სარისკოა ძალიან ასე თამაში.
!!
09 მაისი 2022 00:25
3
Vinmes sheudzlia daweros frinpongs ra chirs saertod iricxebaa gundshi?? Dacva gasadzlierebia rac dilam apatia ludogoreci gaitans
Gio
09 მაისი 2022 00:16
1
ხვიჩამაც მაგარი გოლი შეაგდო და მეორე გოლიც ძალიან ლამაზი იყო
giabar
08 მაისი 2022 23:47
0
კარგი თამაში იყო ... მაგრამ ბათუმს მეტი დისციპლინა მოეთხოვება ... ცენტრი თითქოს ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე მეორე ტაიმში მარტო ტეიდი ჭიდაობდა აქეთ-იქეთ ... სხვა კარგი იყო ყველაფერი ერთი შეხედვით ...
bejo
08 მაისი 2022 23:38
0
ჯოვინოს უნდა გაეტანა ერთი ერთზე რომ გაიყვანა ხვიჩამ. უმაგრესი გარემო იყო და ძალიან კარგი თამაში. ლა ლიგის მოყვარულს რა მაფიქრებდა, რომ ოდესმე ეროვნული ჩემპიონატისგან სიამოვნებას მივიღებდი.
პ.ს ხვიჩას გოლი ულამაზესი იყო!!
Winter
08 მაისი 2022 23:33
0

სიახლეები პოპულარული