კვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

AutoSharing Option
მართალია, ეროვნული ლიგა სხვა დონის ჩემპიონატია, ვიდრე იტალიის სერია "ა", მაგრამ ბათუმის "დინამოს" გარემარბსა და "ნაპოლის" მომავალ წევრს, ხვიჩა კვარაცხელიას, ახლა ყველაზე მეტად თავდაჯერების აღდგენა, გოლების გატანა და სათამაშო წუთები სჭირდებოდა, რასაც წარმატებით ახერხებს.

"ქართველი მესი", როგორც ეს ყაზანის "რუბინში" თანაგუნდელებმა ხუმრობით შეარქვეს, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ლიგაში აშკარად გამორჩეულია. ხვიჩამ დაახლოებით ერთ თვეში 4 გოლის გატანა შეძლო.

იტალიაში კვარაცხელიას მიმართ სკეპტიციზმი ჯერ კიდევ არსებობს. "ნაპოლის" პრეზიდენტი დე ლაურენტისი იმედოვნებს, რომ ის გადატრიალებას მოახდენს, გუნდის თავკაცი სპალეტი საერთოდ არაფერს ამბობს,
ტიფოზებს კი ხვიჩას ხილვა აინტერესებთ. მართალია, იტალიის ჩემპიონატი სხვა მასშტაბია, თუმცა ქართველი ფეხბურთელის კარგი ფიზიკური მდგომარეობა აღსანიშნავია.

კვარაცხელიამ გორის "დილას" მშვენიერი გოლი გაუტანა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაკლებ ტექნიკურია, ვიდრე ინსინიე და პოლიტანო. ქართველი გარემარბის მთავარი კონკურენტი ლოსანო იქნება, რომელიც ლოგიკურად, მარცხენა ფლანგზე სასტარტო შემტევი უნდა გახდეს.

მომზადებულია Napolcalciolive-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ჩვენი ჩემპიონატის დაბალ დონეზეა საუბარი? ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებს რომ გაუტანა, ისინიც დაბალ დონეზე თამაშობდნენ?!
0
სპალეტი მომავალი სეზონიდან აღარ იქნება მანდ
სფფ
16:02 10-05-2022
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული