კვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

AutoSharing Option
მართალია, ეროვნული ლიგა სხვა დონის ჩემპიონატია, ვიდრე იტალიის სერია "ა", მაგრამ ბათუმის "დინამოს" გარემარბსა და "ნაპოლის" მომავალ წევრს, ხვიჩა კვარაცხელიას, ახლა ყველაზე მეტად თავდაჯერების აღდგენა, გოლების გატანა და სათამაშო წუთები სჭირდებოდა, რასაც წარმატებით ახერხებს.

"ქართველი მესი", როგორც ეს ყაზანის "რუბინში" თანაგუნდელებმა ხუმრობით შეარქვეს, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და ლიგაში აშკარად გამორჩეულია. ხვიჩამ დაახლოებით ერთ თვეში 4 გოლის გატანა შეძლო.

იტალიაში კვარაცხელიას მიმართ სკეპტიციზმი ჯერ კიდევ არსებობს. "ნაპოლის" პრეზიდენტი დე ლაურენტისი იმედოვნებს, რომ ის გადატრიალებას მოახდენს, გუნდის თავკაცი სპალეტი საერთოდ არაფერს ამბობს,
ტიფოზებს კი ხვიჩას ხილვა აინტერესებთ. მართალია, იტალიის ჩემპიონატი სხვა მასშტაბია, თუმცა ქართველი ფეხბურთელის კარგი ფიზიკური მდგომარეობა აღსანიშნავია.

კვარაცხელიამ გორის "დილას" მშვენიერი გოლი გაუტანა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაკლებ ტექნიკურია, ვიდრე ინსინიე და პოლიტანო. ქართველი გარემარბის მთავარი კონკურენტი ლოსანო იქნება, რომელიც ლოგიკურად, მარცხენა ფლანგზე სასტარტო შემტევი უნდა გახდეს.

მომზადებულია Napolcalciolive-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ჩვენი ჩემპიონატის დაბალ დონეზეა საუბარი? ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებს რომ გაუტანა, ისინიც დაბალ დონეზე თამაშობდნენ?!
N
11 მაისი 2022 01:43
0
სპალეტი მომავალი სეზონიდან აღარ იქნება მანდ
სფფ
10 მაისი 2022 16:02
5
Კვარა დინამოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარება.ნაპოლში გადასვლის შემდეგ ექნება ლიგაზე თამაშის უფლება?
ლევანი
10 მაისი 2022 16:01
2
ეგ წესი შეიცვალა. ერთ სეზონში ლიგაზე ორ სხვადასხვა გუნდში თამაში დაუშვეს.
აკო
11 მაისი 2022 00:46
0
აღარ ექნება წელს უფლება ლიგაზე სხვა გუნდში თამაშისა. სავარაუდოთ არ ათამაშებენ ბათუმის შემადგელნობაში ლიგაზე. თუ გამოეთიშა ლიგას მერე ათამაშებენ.
G.LA
10 მაისი 2022 16:45
0
dzalit atenis prezidenti tu ra aris spaletim tkvas rame
კუ კობსონი
10 მაისი 2022 11:52
22
shen kitxva ar ici suren?? spaleti ratom ariso chumado titkos dzalit ateniano. anu cinizmit itkva. ciakitxe da goneba daatane
!!-s
11 მაისი 2022 02:59
0
ხო ძალით ატენის, ძალით გადაახდევინეს 10 მილიონი, ისე ვის რად უნდა. იქეთ რუსები სკდებიან კიდე, არ ვართ დარწმუნებული თუ საერთოდ გადავიდაო და აქეთ ქართველები :))
ხვიჩა გამძლეობა!!
!!
10 მაისი 2022 15:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული