უსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 12 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, "საბურთალო" ლიდერ ბათუმის "დინამოს" რუსთავში დაუპირისპირდება. თბილისურმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"გეცოდინებათ, რომ "საბურთალოსა“ და ბათუმის "დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგი, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით."

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

altსაფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

altშინდაგორიძემ 86-ე

წუთზე "საბურთალოს" ქუთაისში გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
ასეთ უაზრობას ზიანი მოაქვს ფეხბურთისთვის. მაყურებელი სტადიონზე არ შეუშვა. მე ასეთი არსად არ გამიგია. მოსაწვევი ვისზე უნდა გადანაწილდეს? ეს ნიშნავს ჩემპიონატის ჩატარება არ შეუძლია ქვეყანას, თუ კი მოთხოვნადი გახდება? ძალიან დიდი სისულელე მოიხარშა ვიღაცის თავში და ეს მავნებლობაა ქვეყნის ფეხბურთისათვის, ასევე გულშემატრივრების მიმართ.
G.LA
12 მაისი 2022 11:07
2
ძლივს მაყურებელმა ცოტა პირი იბრუნა სტადიონისკენ და ესენი არ უშვებენ. რა ხდება?
ნოდარი
12 მაისი 2022 08:40
0
მგლის შიშით ცხვარის გაწყვეტა, მეტი ეს არაფერია. ყველა მატჩზეა არეულობის საფრთხე და იმისთვის ხარ ორგანიზატორი რომ ეგ საფრთხე აირიდო.
გიორგი
12 მაისი 2022 08:26
0
არ ვიცი რა ინციდენტი მოხდა მაგრამ ფაქტია ძალზე სულელური გადაწყვეტილებაა სტადიონზე მაყურებლის არ შეშვება, მომეტებული თუ რაიმე რისკებია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაცვა უნდა გააძლიერო წესით და არა მაყურებელია შესვლა აკრძალო.
ბექა
12 მაისი 2022 06:40
0
მოვიდა 2000 მაყურებელი და აგივარდათ თავში? რა აბონიმენტები და სპეც ბილეთები ცოტა აზრზე მოდით და მიწაზე დაეშვით.მიეცით ჩვენნაირ " უბრალო მოკვდავებს " მატჩზე დასწრების საშუალება
ჯელა
12 მაისი 2022 02:16
0
აბსოლუტურად გეთანხმებით.მოსაწვევები კი არა იმ მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი ლამის აქეთ უნდა უხდიდეთ ფულს ოღონდ ვინმე მიიტყუოთ სტადიონზე. ინციდენტი იყოო, მერე რა? დიდი ამბავი მცირე ინციდენტი თუ იყო, დაშავდა ვინმე?
ზურა
12 მაისი 2022 07:57
0
სულ აღარ შევუშვათ გულშემატკივარი და სრული უსაფრთხოებით ჩატარდება თამაშები.იმაზე იზრუნონ რომ მსგავსი რამე აღარ მოხვდეს.
გიო777
11 მაისი 2022 23:20
0
ვაი მართლა ჩვენს პატრონ,ხალხო რა გვეშველება საერთოდ აზრზე ხართ ვინმეეეეეეე????????????
გეგი
11 მაისი 2022 22:27
0
ძლივს ხალხი ეროვნული ლიგის სანახავად მივიდა და ....
უკომენტაროდ
lsd
11 მაისი 2022 21:02
1
საინტერესოა ვის თავში მოიხარშა ეს სისულელე. ხომ წარმოგიდგენიათ რა უსუსურობასთან გვაქვს საქმე. ხალხი სტადიონისაკენ დაიძრა და ეს "ჭკვიანები" უკრძალავენ. ფუიიიი თქვენი.........
ზაალ
11 მაისი 2022 17:27
0
საბურთალოს თამაშებზე აქამდეც იჭრებოდა ვინმე? დაასვენეთ ერთი თამაში კვარაცხელია და დაინახავთ რამდენი შეიჭრება. მაყურებლის დასწრებს კი ნუ კრძალავთ, დაცვა გააძლიერეთ :))
Herbst
11 მაისი 2022 17:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული