ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

უსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 12 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, "საბურთალო" ლიდერ ბათუმის "დინამოს" რუსთავში დაუპირისპირდება. თბილისურმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"გეცოდინებათ, რომ "საბურთალოსა“ და ბათუმის "დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგი, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით."

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

altსაფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

altშინდაგორიძემ 86-ე

წუთზე "საბურთალოს" ქუთაისში გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ