ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კვარაცხელია წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება - საინტერესო მატჩები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
დღეს, 12 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რუსთავში შედგება. "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქციის გამო "საბურთალო" საშინაო შეხვედრებს ამ ქალაქში გამართავს.

თუკი ეროვნული ლიგის მატჩებზე უმაყურებლობას ვუჩიოდით, ახლა სიტუაციამ მეორე უკიდურესობის ფორმა მიიღო. გასაგებია, რომ გუნდები ხალხმრავლობას მიუჩვეველნი არიან და ორგანიზება უჭირთ, თუმცა გამოსავალი აკრძალვა ვერ იქნება, აშკარად სხვა ზომების მიღებაა საჭირო. ამავდროულად, გულშემატკივართა ერთ ნაწილს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს, რათა მათ გამო კლუბები და სხვა ქომაგები არ დაზარალდნენ.

ასეა თუ ისე, ხსენებული დაპირისპირება ხალხმრავლობის გარეშე ჩაივლის. ხვიჩა კვარაცხელიამ
გოლების გატანასა და კარგ თამაშს ისე შეგვაჩვია, უკვე ყველა მატჩში იმავეს ველით. აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში ბათუმელებმა ხვიჩას გასვლის შემდეგაც მშვენივრად ითამაშეს.

მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მას ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის.

ამ შეხვედრის შემდეგ, 19:00 საათზე, არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება გველის - გორის "დილა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას - ბათუმელები 27 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობენ, თბილისის "დინამოსა" და "დილას" თანაბარი, 22-22 ქულა აქვთ, "საბურთალოს" კი - მათზე 1 ქულით ნაკლები.

ტურის სხვა შეხვედრები:

13 მაისი

16:00 - "სიონი"-"სამგურალი"

17:00 - "ლოკომოტივი"-"ტორპედო"

19:00 "თელავი"-"გაგრა"

altუსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

ასევე დაგაინტერესებთ