ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პარასკევს, 20 მაისს, კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

Sportall.ge-ს მოპოვებული ინფორმაციით, გავრცელებული ხმები დადასტურდა და ქუთაისურ კლუბში კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, ჩხეტიანმა "ტორპედოსთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი პლეი-ოფში ითამაშა.

ქუთაისურ კლუბს ბოლოს გია ცეცაძე წვრთნიდა. "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზეა, უახლოეს ტურში, 21 მაისს კი, წყალტუბოს "სამგურალს" ესტუმრება.

alt"ტორპედოში" ჩხეტიანი ბრუნდება?

ასევე დაგაინტერესებთ