თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის „დინამომ“ „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასასრულს „დინამო“ პენალტით მოისწრაფიშვილმა დააწინაურა, 65-ე წუთზე კი შორიდან „ლოკოს“ კარი მექვაბიშვილმა დალაშქრა.

თბილისის „დინამო“ 29 ქულით მეორე ადგილზეა და 25 მაისს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო უქულო „ლოკომოტივი“ 27 მაისს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 მოისწრაფიშვილი (45+3, პენ), 0:2 მექვაბიშვილი (65)

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა სამარცხვინო გუნდია ეს ლოკომოტივი..ეხლანდელი მწვრთნელი ხომ საერთოდ გლიჯავს..
vako
21 მაისი 2022 23:37
1
სამარცხვინო გუნდი კი არა მფლობელი ლექსო თოფურიაა,თავისი ყიფიანებით, მაგათ დაღუპეს გუნდი, ფული არ გვაქვსო, აბა ნახწთ მენეჯმენტის ბიუჯეტი.
აკა
22 მაისი 2022 11:35
0
საუკეთესო ქართველი მწვრთნელის კიდევ 1 წარმატება
შოკირებული გულშემატკივარი
21 მაისი 2022 23:13
0
გაგიჭირდებოდათ)
გიუშა
21 მაისი 2022 22:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული