ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"დილამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა - "სიონმა" ნიკა ხორხელის დუბლით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა.

„დილამ“ „საბურთალო“ დაჯაბნა, 2:0 დაამარცხა, სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 26 ქულით მეოთხე ადგილზეა და 27 მაისს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „საბურთალო“ ბოლნისში „სიონს“ დაუპირისპირდება.

რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - დილა 0:2
გოლები: 0:1 ჯგერენაია (50, საკ. კარში), 0:2 გაგნიძე (72)

„სიონმა“ ნიკა ხორხელის დუბლით „გაგრას“ 2:1 სძლია, 14 ქულით კვლავ მეცხრე ადგილზეა და 27 მაისს „საბურთალოს“ დაუხვდება, „გაგრა“ კი 17 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დარჩა და
26 მაისს ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - სიონი 1:2
გოლები: 0:1 ნ. ხორხელი (42), 1:1 ვაწაძე (55), 1:2 ნ. ხორხელი (80)