ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

როგორ ფორმაში ხვდება კვარაცხელია სანაკრებო თამაშებს? - ტურის წინ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ცოტათი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვილი სანიოლის გუნდს ლეგიონერთა უმეტესობაზე გვიან ეროვნული ლიგის ფეხბურთელები შეუერთდებიან, რადგან ჩვენთან მე-16 ტურის მატჩები იმართება.

ყველაზე დიდი ინტერესი ისევ ბათუმის "დინამოსა" და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. გია გეგუჩაძის გუნდის საშინაო თამაშების ხილვა ერთი სიამოვნებაა - აქ ისინი არ დამარცხებულან (6 მოგება, 1 ფრე) და 25 გოლი გაიტანეს.

6 გოლი, 2 საგოლე პასი - ხვიჩას ეროვნულ ლიგაში მართლაც მშვენიერი დაბრუნება აქვს. კვარაცხელია მორიგი გოლი გატანას წყალტუბოს "სამგურალთან" ეცდება, რაც მარტივი
საერთოდ არ იქნება. გიორგი მიქაძის გუნდი და მათი მეკარე ლევან შოვნაძე გოლს, ფაქტობრივად, არ უშვებს - ბოლო 3 შეხვედრის ბურთების ბალანსი 7:0-ზე აქვთ, 24 წლის შოვნაძემ კი მიმდინარე სეზონში 8 "მშრალი" მატჩი გამართა და იმავეს გაკეთებას ახლა მშობლიური ქალაქის მშვენიერ არენაზე ეცდება. წყალტუბოელები უკანასკნელ 6 გასვლით მატჩში არ დამარცხებულან...

ამ გუნდებს შორის პირველ დაპირისპირებაში ბათუმელებმა დიდი ანგარიშით (3:0) გაიმარჯვეს, თუმცა თამაშის შინაარსი ასეთი არ ყოფილა - ჯოვინოს გოლს ლობჟანიძემ და ფალავანდიშვილმა შეხვედრის ბოლოს დაამატეს. სხვათა შორის, ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში გეგუჩაძის გუნდს 10 გოლი აქვს გატანილი.

15 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 34 ქულით ბათუმელები ლიდერობენ, მათ დღევანდელ მეტოქე "სამგურალს" კი, ისევე, როგორც თბილისის "დინამოს", 29 ქულა აქვს. შეხვედრა დღეს, 25 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება.

ტურის სხვა მატჩები:

25.05

19:00 სთ -  თბილისის "დინამო" - "თელავი"

26.05

21:00 სთ - "ტორპედო" - "გაგრა"

27.05

17:00 სთ -  "სიონი" - "საბურთალო"; 20:00 სთ - "დილა" - "ლოკომოტივი"

altხვიჩას გოლი, მცირე ტრავმა და ბათუმელთა გამარჯვება თელავში [VIDEO]

alt"ტორპედომ" "სამგურალს" მხოლოდ შესვენებამდე გაუძლო - მიქაძის გუნდი წინ მიიწევს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ