კვლავ ძმები ხორხელები და "სიონის" ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „სიონმა“ საკუთარ მოედანზე „საბურთალოს“ 1:0 სძლია.

მასპინძლები 77-ე წუთზე დაწინაურდნენ - დედაქალაქელთა კარი თავისი ძმის, ნიკას პასის შემდეგ ლუკა ხორხელმა დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ქარდავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ანგარიშის გათანბრება კი ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.

„სიონი“, რომელმაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 16 ივნისს ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო 23 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „საბურთალო“ იმავე დღეს „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“
სიონი - საბურთალო 1:0
გოლი: ლ. ხორხელი (77)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ტყუპებს ერთი კარგი აგენტი და დავინახავდით სად იქნებოდნენ.მაგრამ ვვენში "დინამოს" იქით ხო არ ვიყურწბით.
სანი
28 მაისი 2022 13:25
0
ხორხელები, როგორც მომავალი არველაძეები იქნებიან!!!
სააკაძე
28 მაისი 2022 12:06
0
ეს ხორხელები მართლა აღარ ხუმრობენ! მინიმუმ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას და მოსინჯვას იმსახურებენ
ბრავო ხორხელებს
28 მაისი 2022 11:33
0
ეს სვანაძე ვერ ხედავს ამას? თუ არ უნდა დაინახოს,გაავსო უთამაშებელი ხალხით ნაკრები,ხორხელი არ გამიძახა,ინჯგია არ გამიძახა,ალბათ ფულს არ აძლევენ მშობლები ან არარიან ახლობლები..რატომ გონია სვანაძეს ნაკრები თავისი..
gizo
27 მაისი 2022 21:32
0
ვულოცავთ "სიონს"! ბრავო სოსიაშვილი.
რეზო
27 მაისი 2022 20:58
0
ის წყალტუბოც მაგან არ ამოწია უმაღლესში? მაგრად რო "დაუფასეს".
დათო
27 მაისი 2022 22:12
0

სიახლეები პოპულარული