ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1-ელი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ბათუმის "დინამოს" მეტოქე ბრატისლავას "სლოვანი" იქნება.

პირველი მატჩები 5-6 ივლისს, ხოლო განმეორებითი 12-13 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, "სლოვანის" შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან.

პირველ მატჩს ჩვენებურები ბრატისლავაში გამართავენ.