ბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია და დავითაშვილი დაასვენა, მათ გარეშე სძლიეს „გაგრას“ და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური 72)

„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ თამაში შემოუტრიალა, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა, მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" თბილისის "დინამოსთან" ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ დამარცხდა.

წყალტუბო.
„26 მაისი“

სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (5), 1:1 მ. ბაშელეიშვილი (8), 2:1 კალანდარიშვილი (52)

აქამდე უქულოდ მყოფმა „ლოკომოტივმა“ სიურპრიზი შემოგვთავაზა - "საბურთალოს" სძლია. აღსანიშნავია მასპინძელთა მეკარე ლომიძის კარგი თამაში.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ჭიაბრიშვილი (2), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (76)


მკითხველის კომენტარები / 16 /
კახა საუკეთესო ქართველი მწვრთნელია,მას სამი რამ სჭირდება:დრო,ნდობა და კვალიფიციური ფეხბურთელები.სხვათაშორის უკანასკნელ ფაქტორზე თამაშის შემდეგ ისაუბრა დინამოს თავკაცმა.ხელმძღვანელობამ უნდა მოუყვანოს ის მოთამაშეები,რომელსაც მწვრთნელი მოითხოვს,აი მას მერე კი მოეთხოვოს პასუხი შედეგებზე საპასუხოდ
Caruzo9
17 ივნისი 2022 12:40
2
თბილისის დინამო მიექანება უფსკრულისკენ. მე ვფიქრობ პირველ ბარიერს გადალახავს, მერე? ეს არის მიზანი? რაღაც კარდინალური უნდა გადაწყდეს ამ კლუბის მიმართ, ფიფიას დაპირებები და ზღაპრები როდის მორჩება, ჩამოყავთ უვარგისი ლეგიონერები, გუნდი რეორგანიზებულია. მოკლედ, თუ არ ეშველება, სახელი მაინც შეუცვალონ!
მერაბი
17 ივნისი 2022 11:01
0
გაგა ენდე ბუხას არ ინანებ რა კარგად ითამაშა ბოლოს ბურთი მოპარა მცველებს კობახიძეც მოატკუა და ასპროცენტიანი პასიც გააკეთა და გოლი ვერ გაიტანენ
uca
17 ივნისი 2022 09:54
0
გაგრა მოლარურად და ფსიქოლოგიურად გატეხილია ამ დროს კარგი ფეხბურთელები ყავს აკლიათ მონდომება და გუნდური თამაში თავდამსხმელებს დროული პასის გაკეთება და ბევრი სხვა
გია
17 ივნისი 2022 09:44
0
რა დღეში ხარ შე საცოდავო თბილისის დინამო, ვაი ვაი ვაი....
!!!!
17 ივნისი 2022 09:24
0
გაგრას თუ უნდა დარჩეს უმაღლესში ყველა თამაში რაც დარჩენილია შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მწვრთნელმა უნდა ენდოს შემტევ ფეხბურთელებს რომლებსაც შეუძლიათ გოლის გატანა
ბაჩო
17 ივნისი 2022 09:20
0
გაგრას თუ უნდა დარჩეს უმაღლესში ყველა თამაში რაც დარჩენილია შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მწვრთნელმა უნდა ენდოს შემტევ ფეხბურთელებს რომლებსაც შეუძლიათ გოლის გატანა
ბაჩო
17 ივნისი 2022 09:18
0
ვინისიუსი რეალიდან საბურთალოში გადმოსულა და გოლიც გაიტანა! )
დავით 67
17 ივნისი 2022 04:22
1
ხვიჩა აღარ ითამაშებს ეროვნულ ლიგაში მეტჯერ. ბოლო მატჩი ყოფილა სამგურალთან, როცა გოლი გულშემატკივართან ერთად აღნიშნა.
:(
!!
17 ივნისი 2022 01:32
1
ჩემი აზრით ამ თბილისის დინამოს მაქსიმუმი რაცაა იმას აკეთებინებს ცხადაძე ... ისეთი თამაშები მოიგო იმენა ცხადაძემ რომ ეგენიც არ უნდა მოეგო დინამოს ... ცხადაძის ნაკრებში ყოფნის დროს დაიწყო ჩვენმა ნაკრებმა შეტევა ... ნოიერს ვერ გაეგო საქართველოს ეთამაშა თუ იტალიას ... ცხადაძე რა ტაქტიკითაც თამაშობდა ზუსტად ისე ათამაშებს ვილიც ... ესტონეთთან ჩააგდო თამაში , როგორც სანიოლმა გასცლაზე ბულგარეთთან 4:1 ... ესტონელებთანაც ამხანაგური გასვლა იყო და ყველა კონტრზე გაგვიტანეს ... ცხადაძე ისეთი მწვრთნელია რომელიც თუ არ გააკეთებს არ გააფუჭებს საქმეს ...
bejo
16 ივნისი 2022 23:57
16

სიახლეები პოპულარული