ჩხეტიანმა "ტორპედო" გარდასახა - ქუთაისელებმა ისევ გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში „ტორპედომ“ „სიონი“ 3:0 დაამარცხა.

„ტორპედო“ მე-16 წუთზე მჭედლიძემ თავურით დააწინაურა, რომელმაც ქუთაისურ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, შესვენებაზე გასვლის წინ კი ისიანის კარი შულაიამ დალაშქრა. შეხვედრის დასასრულს შულაიამ დუბლი შეასრულა და პირობითმა მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 21 ივნისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 17 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ 20 ივნისს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“

ტორპედო - სიონი 3:0
გოლები: 1:0 მჭედლიძე
(16), 2:0 შულაია (45), 3:0 შულაია (89)

მკითხველის კომენტარები / 7 /
არაბიძე ცეცაძეს წაყვა მზითვში?
სად არის, რომ არ ჩანს?
კირკიტა
19 ივნისი 2022 22:29
0
რავი კი ჩაყევით კინაღამ ცეცაძეს თუ რაღაც ეგეთს. ბრავო ქუთაისს!
კოტე
17 ივნისი 2022 21:48
1
ბრავო ჩხეტიანი. წინსვლა და წარმატება ტორპედოს
ისიდორე
17 ივნისი 2022 18:39
0
საქართველოს სჭირდება ძლიერი ქუთაისის "ტორპედო".
tngh
17 ივნისი 2022 13:55
0
"ტორპედოს" გუშინდელმა თამაშმა ეროვნული ჩემპიონატის ყურების სურვილი გააჩინა. მადლობა ბ-ნ კახა ჩხეტიანს, მთლიანად გუნდს და ხელმძღვანელობას!
Guja Kakhadze
17 ივნისი 2022 11:57
0
munjis ena dedam icis.
BARSA
17 ივნისი 2022 07:45
2
მაგარი ხარ კახა.
დავით
17 ივნისი 2022 02:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული