ევროტურნირების წინ - ცხადაძე "დინამოდან" მიდის?

AutoSharing Option
ევროტურნირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისის "დინამოში" შესაძლოა, სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდეს. "ფეისბუქგვერდ" Matchday-ის ინფორმაციით, კახა ცხადაძეს გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის.

Sportall.Ge

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისური კლუბი წყალტუბოს "სამგურალთან" (1:2) დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ცხადაძე უკმაყოფილო იყო. ჯერჯერობით, ოფიციალური პოზიცია ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე ესტონური "პაიდე" იქნება, წყვილში გამარჯვებული კი სომხურ "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება.

altბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
დინამო ერთი კაცის საკუთრება არაა, ის ქართული ფეხბურთის ისტორიაა და მემორიალია!
დინამოს ფანებო რისთვის არსებობთ? - სტადიონზე რომ გახდილებმა იხმაუროთ? ქუთაისელმა ფანებმა ხომ ნახეთ რა ქნეს: ხელმძღვანელობის შემადგენლობაში ჩარევით გუნდი გამოაცოცხლეს!
ველოდოთ და ვნახოთ ისევ დინამოს გამასხარავება?
მანუჩარ, მურთაზ, სიომა, ვოვა, თენგიზ და ყველა სხვა ვეტერანმა, ვინც თავის დროზე ასახელეთ ქართული ფეხბურთი ამოიღეთ ხმა - რას გაჩუმებულხართ.
ვაჟა მასწავლებელი
16:21 18-06-2022
0
გასაგებია თავისი კომენტარებიდან გამომდიანარე აკრიტიკებთ ცხადაძეს მაგრამ ხომ ყველამ იცის რომ დამნაშავე ყველაფერში ფიფიაა. დაიკიდა გუნდი, ბავშვებს ზრდის ყიდის აკეთებს ფულს მარტივად. არც არავინაა პასუხის მომთხოვნი და უკვე 10 წელზე მეტია ესე გრძელდება... სამწუხაროა მაგრამ ამ ადამიანის ხელში დინამოს მომავალი არ აქს. ფარერებთან განადგურდა დინამო ხალხნო ფარერებთან და რომელ წინსვლაზეა ლაპარაკი ან მაგის ქვემოთ არსებობს კი რამე?!
guriidan
16:11 18-06-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული