ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ თბილისის "დინამო" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, უახლოეს ხანში ეს ამბავი დადასტურდება.

ცხადაძის შეცვლის მთავარ კანდიდატად გია ჭიაბრიშვილი სახელდება. Sportall.ge ჭიაბრიშვილს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. 

"თქვენსავით ვიცი მეც, რომ კახა ცხადაძე გაუშვეს და ჩემს მიმართ ინტერესი აქვთ. ტყუილად ეს ლაპარაკები, რომ არ არის ვიცი და რაღაც საფუძვლები აქვს.

ჯერჯერობით გუნდიდან არავინ დამკავშირებია და მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დაველოდები და ვნახოთ რა იქნება...

რა იქნება შემოთავაზების შემთხვევაში? - რა თქმა უნდა, მას განვიხილავ. შევხედავ,
თუ რა სახის და როგორი შემოთავაზება იქნება... "დინამო" საქართველოს კვალობაზე ყველამ იცის რაც არის და მანდ მუშაობა ყველასთვის კარგია, რადგან საქმის გაკეთება შეიძლება. პრესტიჟული კლუბია და საქართველოში საუკეთესოა...

დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ არის ბევრი ისეთი გუნდი, სადაც შეიძლება საქმე გაკეთდეს, გამართული იყოს ინფრასტრუქტურით და ა.შ... განვიხილავ, თუ იქნება რაიმე კონკრეტული შემოთავაზება", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ორი წელია, "სამგურალი" თბილისის "დინამოს" გამომცდელი გახდა...
tngh
19 ივნისი 2022 14:29
0
სულ ახალი მისული იყო ჭიაბრიშვილი ლოკომოტივში როცა რუმინული კლუბი და დინამო მოსკოვი გამოაგდო, ამიტომ მეიმედება მისი დინამოში მოსვლა
დემე
19 ივნისი 2022 13:48
4
როცა ახალი მწვრთნელი მოგყავთ ის მაინც თქვით ძველს რითი ჯობია
შოკირებული გულშემატკივარი
19 ივნისი 2022 13:11
1
ამ ე.წ. მწვრთნელებს ვერ გასცდა ეს ქართული ფეხბურთი და ამიტომაცაა დიდ ჭაობში ჩაფლული
წრეზე სიარული
19 ივნისი 2022 00:43
5
მე ვფიქრობ დინამოსთვის ოპტიმალური იქნება ქეცბაიას კანდიდატურა, ოღონდ გუნდის ხელმძღვანელობა ბოლომდე უნდა დაუდგეს გვერდში.
ქეცბაია დინამოში
18 ივნისი 2022 23:11
13
არ წამოვა ქეცბა დინამოში იცის რა ჭაობია და რას კადრულობენ ჩემპიონატში :))) დინამოში სანამ ფიფიაა თავმოყვარე მწვრთნელი არ მოვა
გიგა
19 ივნისი 2022 01:05
3
ევროტურნირის შემდეგ გაუშვებენ გეგუჩაძეს და დანიშნავენ ცხადაძეს.
რამდენიმე თვეში ჭიაბერაშვილი წავა დინამოდან და გეგუჩაძე დაინიშნება
ტრიალებს ბრუნავს
ფიფიამ შემაზიზღა დინამო
18 ივნისი 2022 23:05
7
დაახლოებით ეგ უნდა დამეწერა მეც. კარუსელია რა. ნეტავ რით არ დაიღალნენ.
Ng
19 ივნისი 2022 00:00
2
წარმატებები ,კარგი სპეციალისტი და კიდე უფრო კარგი ადამიანია!
ზესტაფონის ფანი!
18 ივნისი 2022 22:29
1
თუ უყვარს დინამო დაბრუნდეს კაი ტრენერია და ჯობია Mიხედოს გუნდსს
Nikoloz
18 ივნისი 2022 21:31
1
კომენტატორი მეგონა
kaka
18 ივნისი 2022 21:21
7
კომენტატორი რატო გეგონა ფეხბურთს საერთოდ არ ადევნებ თვალს? სანამ დროულად კომენტატორობაზე გადავიდოდა ძველ ძლიერ ზესტაფონში მუშაობდა, საბურთალოთი ეროვნული ლიგა აქვს მოგებული და ლოკომოტივით მოსკოვის დინამო ყავს გამოგდებული ევროსარბიელიდან. ნეგატიურ ასპექტშიც არ გახსოვს დავიჯერო? არარატთან რომ დათმო პლეიოფი.
დემე
19 ივნისი 2022 01:03
0
ერთხელ მაინც ხომარ დაფიქრდებოდით, ერთი მწვთნელი რომ არ გამოგადგათ ამდენი წლების განმავლობაში და შედეგი ვერავინ დადო, იქნებ სხვა რამეშია პრობლემა და არა მწვრთნელში?

გიო
18 ივნისი 2022 20:55
2

სიახლეები პოპულარული