გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია

AutoSharing Option
დინამო თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის საბურთალოს და ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით
ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჟურნალისტებო ამოიღეთ ხმა და თქვით სათქმელი, ვისი გერიდებათ და ვისი გეშინიათ, ფიფიასი? ევროტურნირების წინ არ უნდა იცვლებოდეს მწვრთნელი და 1 კვირით ადრე არ უნდა იმატებდნენ ვაი ლეგიონერებს. არ ვარ დინამოს ფანი და შიდა ჩემპიონატში რას იზამს ნაკლებად მანაღვლებს, მაგრამ როდესაც საქმე ევროტურნირებს და საქართველოს სახელს ეხება, ამ შემთხვევაში თვალს ვერ დავხუჭავ და უბრალოდ ვერ გავატარებ. მერამდენედ უნდა შეარცხვინოს საქართველოს სახელი ამ გუნდმა და მისმა მფლობელმა! ნუ დაიგუბებთ პირში წყალს!
Anti
19 ივნისი 2022 23:46
2
წარმატებები გიორგის, მაგრამ როდემდე უნდა იტრიალოს დინამომ 1 წრეზე ყოველ წელს მწვრთნელის შეცვლა, 1 ეტაპს ვერ გაივლის და მერე ისწვ დაბრლდება მწვრთნელმა ვერ ივარგაო. სანამ ფიფია იქნება და მისი დამქაშები, ასე იქნება სულ. მთკიანად მენეჯმენტი უნდა გუნდი უნდა შეიცვალოს, თორემ მარტო გიორგი ვერ მოიგებს თამაშებს.
მუმუ
19 ივნისი 2022 21:51
0
ფიფია მენეჯმენტი კი არაა, მფლობელია. მფლობელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი კლუბს გაყიდის და მისი აღარ იქნება.
კირკიტა
19 ივნისი 2022 22:16
3
ამასაც გაუტეხავენ სახელს ... ეხლა მწვრთნელის შეცვლა არანაირად არ შეიძლებოდა ... ფიფიას საერთოდ არ ესმის სპორტის ეს სახეობა ... ვინ ხსნის ასეთ დროს მწვრთნელს ??
bejo
19 ივნისი 2022 22:40
0
ვარლამ კილასონია იქნება შემდეგი. ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის მაგრამ არც ეგ დარჩება დიდხანს კლუბში.
მეგრელი
19 ივნისი 2022 22:30
1
ერთი ვარლამი და მეორე ცეცაძე, ფრუიძეც სასტავშია. "არშინ-მალალან".
რეზო
20 ივნისი 2022 10:33
0
გიორგი კარგი მწვრთნელია თუ გუნდის შეკვრა დააცადეს.სამწუხაროდ პრობლემა მარტო მწვრთნელში არაა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19 ივნისი 2022 23:42
1
ძველს რითი ჯობია ვიმემ იცის თუ მთავარია შეცვლონ რო მერე თქვან მოხოდვა ვერ მოასროო
შოკირებული გულშემატკივარი
19 ივნისი 2022 22:29
0
ეჭვი მეპარება, რამე გამოვიდეს, იმედია ვცდები.
ტტტ
19 ივნისი 2022 21:46
2
სანამ ვიტომ ფეხბურთელ გაბედავას არ გააგდებენ გუნდიდან მანამდე არაფერი ეშველება დინამოს გონზე არაა თამაშის და მაგიტომა ვერ იგებს დინამო
არ დაბლოკოთ
19 ივნისი 2022 22:20
11
ხალხს არავინ აღარაფერს ეკითხება. ხალხი ყველამ დაიკიდა, ისე იქცევიან, თითქოს ჩვენი საქმე არაფერი იყოს, გინდა ქვეყანაში, გინდა სპორტში. ფრთხილად იყავით, ხალხმა უცებ იცის გამოფხიზლება
ლადო
19 ივნისი 2022 21:29
8
ხო მარა ქართველებმა ვერ!
ავთო
19 ივნისი 2022 22:39
5
მწვრთვნელები კი არ უნდა ცვალოს დინამომ, არამედ შიდა მენეჯმენტი, მთლიანი შიდა გუნდი. აუცილებლად უცხოელი სპორტული დირექტორი, და არავითარი შეხება სატრანსფერო პოლიტიკასთან გარეშე პირებს . ჩართულია მთელი გუნდის შიდა სტაფი ტრანსფერებში და ფულის გაკეთების მეტზე არაფერზე ფიქრობენ. დინამო 2 ში ფეხბურთელი ვერ ითამაშებს თუ შიდა აგენტს ფეხბურთელი არ ეკუთვნის.
ლექსო
20 ივნისი 2022 02:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული