ჭიაბრიშვილი: მიზანი ერთია - უნდა გახვიდე და ეცადო გაიმარჯვო და გაიმარჯვო

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ახალი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ივარჯიშა, 20 ივნისს კი ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "გაგრას" დაუპირისპირდება. კლუბის საიტთან პირველი კომენტარი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"ზოგადად პირველი დღე მნიშვნელოვანია. როდესაც "დინამოში" მოდიხარ, ეს პირველი დღე ემოციებით ძალიან დატვირთულია. ბედნიერი ვარ, კარგი გარემო დამხვდა, კარგი ადამიანები, სტაფი, მომსახურე პერსონალი ხელმძღვანელობასთან ერთად.

აქ მუშაობა ბედნიერება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. ეს მე გათვითცნობიერებული მაქვს. ესაა სამუშაო, რომელიც რთული და სასიამოვნოა. დანარჩენს უკვე ყოველდღიურად ვნახავთ, როგორ იქნება. მთავარია "დინამომ" თავისი ტრადიციული, ლამაზი, ლაღი თამაში აჩვენოს
და ვეცდებით ამას მალე მივაღწიოთ.

როცა "დინამოში" ხარ, მიზანი ერთია - უნდა გახვიდე და ეცადო გაიმარჯვო და გაიმარჯვო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინმეს სჯერა, რომ ეს კაცი წელზე მეტი გაძლებს ამ პოსტზე?
odala
09:48 20-06-2022
1
წარმატებები უფალი გფარავდეთ!!!! იქნებ გეღირსოთ რამე ცზოვრებაშიი როდესმე თქვენც ხო უნდა მიახწიოთ რაღაცას..
sjdxns
23:52 19-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული