"ბურჯანაძეზე" 90-იანი წლები ბრუნდება - გორში "სამგურალის" წაუგებელი სერია დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა და ამით შეწყდა წყალტუბოური გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია - 7 მოგება დ 3 ფრე.

მასპინძლები პირველ ტაიმში კაპანაძემ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი, ისევე, როგორც ახალგაზრდული ნაკრების რუმინეთთან მატჩისას, განათება გამოირთო. მოკლედ, შუქის გამორთვა ისე ხშირად ხდება, თითქოს 90-იანი წლები ბრუნდება. თამაში 10 წუთის შემდეგ განახლდა. სტუმრები იერიშზე გადავიდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შედეგად „დილა“ „სამგურალს“ დაეწია და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. გორული გუნდი 24 ივნისს „გაგრას“ უმასპინძლებს,
ხოლო „სამგურალი“, რომელიც 10 აპრილის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა, 25 ივნისს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - სამგურალი 1:0
გოლი: კაპანაძე (37)

მკითხველის კომენტარები / 6 /
წინ ევროპისკენ,თორე სანატრელი გვექნება 90 იანები.მაინც პოლიტიკური განცხადება გამოვიდა არადა ევროახალგაზრდულს უნდა უმასპინძლოს გორმა..
europa
21 ივნისი 2022 14:39
1
ისე როცა მაღალი ტემპია და შეტევაც იწყება შუქი გათიშეთ და შორს წახვალთ :) გორელების ვირეშმაკობა უკვე მეორედ. ეგრე თუ გააკეთებთ ბათუმის დინამოსაც მოუგებთ.
-დინამო
21 ივნისი 2022 11:13
3
ქართული კლუბის წარმატება რომ მაგარი გკიდია ეგ გამოჩნდა შენი კომენტარიდან, დაველოდოთ სლოვანსაც და ლიგაზე ყარაბახს.. რაც შეეხება გორის დილას ხანდახან ყარაულის თოფიც ისვრის. ჯობია განათება მოაწესრიგოთ
aves-s
21 ივნისი 2022 17:27
2
რეებს ამბობ? რა შეტევის დროს შუქის ჩაქრობაო? თამაშს უყურე? სამგურალს მომენტი არ ქონია!!! რა კარგად გესმის ფეხბურთი.დ.დ. ისე ცნობისთვის დილამ მოუგო ბათუმის დინამოს. და ეს ბათუმის დინამო ნუ გგონიათ სუპერ გუნდი, გირჩევთ ტყუილად ნუ შეიქმნით ილუზიებს. ბათუმს ჯერ სლოვანი გამოაგდებს და მერე კონფერენს ლიგაზე ყარაბახი ლეხ პოზნანიდან რომელიმე.
ave
21 ივნისი 2022 16:46
1
ვაი თქვენს პატრონს - ეს არის 20 წლის წინანდელი მოწოდების "საქართველოს ინჟინრები არ ჭირდებაო" შედეგი. მოწოდების ავტორებიდან ერთი ვითომ გაზით გაიგუდა, მეორე ახლა ერეკლე მე-2 ზე მეტ პატრიოტობას ჩემულობს.
p.s. კაბელის განივკვეთი შეამოწმეთ. ალბათ საჭიროზე ნაკლებია და "მცველებს" ახურებს.
ვაჟა მასწავლებელი
21 ივნისი 2022 00:14
2
აბა მერიაში დაყენებულ მაინერებს ხომ არ შეუწყვეტენ დენს ))
ილია
20 ივნისი 2022 23:30
8

სიახლეები პოპულარული