"სამგურალმა" გაიმარჯვა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოცე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

10-მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება და 3 ფრე) შემდეგ „სამგურალმა“ ორი მარცხი განიცადა, დღეს კი წვიმიან ამინდში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლოკომოტივი“ 4:1 დაამარცხა, 36 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და 13 აგვისტოს სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - ლოკომოტივი 4:1
გოლები: 0:1 შეყილაძე (37), 1:1 მაისაშვილი (40), 2:1 ნიქაბაძე (65), 3:1 რუხაძე (71, პენ), 4:1 დევდარიანი (88)

ბოლნისში "სიონისა" და "თელავის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Lokos sawinaagmdego araferi maqvs piriqit warmatebebs vusurveb,magram sabavsho bagia tu raa?aseti gundi umaglesshi sircxvilia,jobda meore ligashi daewkot da mat magivrad sxva gunds etamasha.federaciam rame unda moifiqros da msgavsi rame agar daushvas.
Givi
03 ივლისი 2022 15:40
0
"ლოკოს" ამბავი ლექსო თოფურიას ნამუსზე იყოს, მაგრამ წყალტუბო რო ლიდერთა შორისაა ელიგის დონეზე დაფიქრება გვმართებს.
niko
03 ივლისი 2022 11:43
3
და რატო არ უნდა იყოს ახსენი ერთი მიდი
ირაკლი
03 ივლისი 2022 22:00
1
მოგმართავთ ჟურნალისტებს ერთი კითხეთ რა ჭირს ლოკომოტივს, ესეთი თამაშით უმაღლესი კი არა პირველ ლიგაშიც ძალიან გაუჭირდებათ, რატომ მოხდა ეგრე რომ ესე ცუდად თამაშობენ, ხელი ჩაიქნიეს უკვე და გადაწყვიტეს რომ პირველ ლიგაში გავარდნენ თუ რა ხდება?? გუნდი რომელიც მოსკოვის დინამოს დაამარცხებს და ესპანურ გრანადასთან ღირსეულად ითამაშებს ესე უნდა გაპარტახდეს???
zaza
02 ივლისი 2022 21:45
0
ეგ კი ვიცი რაც მოხდა, უბრალოდ ესე არ უნდა გაპარტახდეს კლუბი და მე კითხვები მაქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან და არა თვითონ ფეხბურთელებთან!! ფაქტიურად გუნდი დაშალეს და ის მაინც ექნათ რომ არ გავარდნილიყო უმაღლესი ლიგიდან!
zaza
03 ივლისი 2022 10:01
0
დინამო მოსკოვის მომგები ლოკომოტივისგან ორი კაცი არ დარჩენილა და რა გაგიკვირდა?
Grisha
02 ივლისი 2022 22:45
0

სიახლეები პოპულარული