ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას დედაქალაქურ გუნდში გააგრძელებს:

"ჯიმი ტაბიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია. ცენტრალურმა მცველმა ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელგიურ კორტრიიკში ირიცხებოდა. მანამდე ჯიმიმ 5 წელი რუსული პრემიერლიგის კლუბ უფაში გაატარა, სადაც 90 მატჩი ჩაატარა.

სხვადასხვა დროს ქართველი მცველი ბელგიურ გენტში, ეკატერინბურგის ურალსა და თბილისის საბურთალოში ასპარეზობდა. ჯიმი ტაბიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი, ერთი გოლია. ჩვენი კლუბის ახალწვეული უახლოეს დღეებში გუნდის
სავარჯიში პროცესში ჩაერთვება".