გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს, - ამის შესახებ კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს 47 წლის გია ცეცაძე გაწვრთნის.

გია ცეცაძე - დაიბადა: 1974 წლის 3 სექტემბერს თბილისში.

სამწვრთნელო კარიერა: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), "დილა", გორი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი), "ლოკომოტივი", თბილისი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს ეროვნული ნაკრები (თანაშემწე), "სამტრედია" (მთავარი მწვრთნელი), "საბურთალო", თბილისი (მთავარი მწვრთნელი), "ლვოვი", უკრაინა
(მთავარი მწვრთნელი), "ტორპედო", ქუთაისი (მთავარი მწვრთნელი).

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი (2016 "სამტრედია"), საქართველოს სუპერთასი (2017 "სამტრედია)
ფეხბედნიერი იყოს, ბატონო გია, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ღადაობაც აღარაა, მერამდენე კლუბი უნდა დაღუპოს? ვონ პატრონობს ამისთანა, რომ 0 ინტელექტის და ცოდნის ე.წ. მწვრთნელს ნიშნავთ? ან მისი cv ნახეთ, ან მისი საუბრის სტილი ბიჭებთან ან გულშემატკივრებთან,
აკა
18:02 19-07-2022
1
Tan daatrevs tavicnair uvic tanashemceebs
Simartle
21:41 18-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული