სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
ისეთი ხალხია საჭირო ვინც ჩადებს ფულს და გაკეთებს პროექტს გრძელ ვადიან პერსპექტივაში რომ გუნდმა წარმატებას მიაჰწიოს იმ გათვლით რომ შეიძლება 2-3 წელი შედეგი არ გქონდეს მაგრამ გაგრძელებ მაინც გუნდის დაფინანსებას რომ ადრე თუ გვიან შედეგი მოვა მაგ ზალსბურგი რამდენი წელი ცდილობდა ლიგაზე მოხვედრას მაგრამ ვერ ხვდება თუმცა ინსვესტორებს არ დაუნებებით გუნდისთვის თავი.
ფიფია ორიენტირებულია კაპიკებში გაყიდოს ახალგაზრდები ჩუნგა-ჩანგა გუნდებში რომ რაღაც მოგება ქონდეს და ამ მიდგომით არაფერი გამოვა არც იმ ნიჭიერ ახალგაზრდას არ უნდა უამბიციო გუნდში თამამაში სადაც არც კარგი პირობები აქვს და გუნდიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის.
Ასე რო თქვენ ისტორიულად მუდამ მაჩანჩალა გუნდს მიხედეთ!