ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
რომა ამატ გინდ წინ ......... გინდ უკან...........ბრატ რაზე ხარჯავ ფულს მაინც ვერ გაიგებენ.........
kaka
21 ივლისი 2022 14:44
2
ამ კაცმა რაც გააკეთა მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, სამწუხატოდ ის შედეგი არ აქვს რაც ძალისხმევა ჩადო...
koba
21 ივლისი 2022 12:45
3
Ერთი ამ ქუთაისის ტორპედოს ფანების სიხარული ვერაფრით გავიგე-თქვენ რატო გიხარიათ დინამოს წარუმატებლობა?თქვენ თქვენი მკვდარი რო იტირთ გირჩევიათ.ვერაფრით ვერ ეგუებით იმას რო რაც არუნდა მოხდეს თბილისის და დინამოს დონის ვერ გახდებით.თბილისს ვინ ჩივის ბათუმის დონისაც ვერ გახდებით ვერასოდეს.ხო თქვენი თვალით ნახეთ რა ხდებოდა რაგბზე ბათუმში და რა ხდებოდა თქვენთან-მედოლეები რო მოიყვანეთ სანახევროდ შევსებულ ტრიბუნებზე.
Ასე რო თქვენ ისტორიულად მუდამ მაჩანჩალა გუნდს მიხედეთ!
Ლ.გიო
21 ივლისი 2022 12:41
1
komentari dadet ღორებო
juve
21 ივლისი 2022 14:53
0
საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა?
juve
21 ივლისი 2022 13:51
0
ფიფია არის ფეხბურთში ჯაშდუდამი
FIFIAS
21 ივლისი 2022 11:45
1
ფიფიამ ბევრი იწვალა ფულიც დახარჯა მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში!!! და ამიტომაც არ აქვს დინამოს შედეგი!!!
lebron
21 ივლისი 2022 10:55
1
ისე ვინც მოვაკარგ სიტუაციაში იქნება, გულით რომ მოინდომოს ამაზე ცუდ შედეგს ვერ დადებს მიანც. აი რა უნდა მოხდეს ორივე თამაში წააგოს პირველივე ეტაპზე 0:3 სოფლის გუნდებთან?
სიმართლე
21 ივლისი 2022 10:48
1
სამწუხაროდ ფაქტია რომ დინამო ფეხბურთელებს დინამოს გაძლიერებისთვის არ ზრდის. ცვლილებები აუცილებელია ამაზე უარეს დღეში დინამო აღარ ჩავარდება. ევრო ტურნირებზე არაფელს ვამბობ საქართველოს ჩემპიონატშიდაც შანსი არ აქვს. რამდენი წელია ველოდებით დინამო თავის პოლიტიკას შეცვლიდა და გუნდის გაძლიერებაზე დაიწყებდა რიალური ნებიჯების გადადმას. ფიფიას შეუძლია თვითონ ჩამოაყალიბოს/დააარსოს თავისი გუნდი და მისი სურვილის შესაბამისად მოიქცეს ისე როგორც უნდა, მაგრამ დინამო თბილისში ეს შეუძლებელია. დინამოს დიდი ისტორია აქვს საქართველოს სახეა საერთაშორისო არენაზე. ასე რომ ცვლილებები აუცილებელია.
12...
21 ივლისი 2022 10:19
4
ფიფიაზე ცუდი მფლობელი და მმართველი არავინ იქნება! ამაზე ცუდი შედეგი და ამაზე დაბლა ჩასვლა სადაც არის დინამო უფრო ქვემოთ აღარ არსებობს ნახევრად პროფესიონალური გუდნები გვიგებენ უკვე ეს ფსკერიც აღარა ფსკერიც კი ჩახვირტა უკვე დინამომ.
გოჩა
21 ივლისი 2022 08:05
1
კარგია აკადემია კარგია ბაზა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია რომ არის და გააკეთა ფიფიამ ამაზე ორი აზრიც არ არსებობს მაგრამ სამწუხაროდ ეგ აკადემია არ ადგება დინამოს ვინც კი იყო ნიჭიერი დინამოში ერთი სრული სეზონიც კი არ უთამაშია არავის ყველა წავიდა და რა აზრი აქვს ისეთ აკადემიას რომელსაც ვერ გამოიყენებ?
ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდმა უნდა შეუქმნას კარგი პირობები უნდა მისცეს კარგი ხელფასი და გუნდიც უნდა იყოს ისეთი სადაც იმ ბავშვს ენდომება თამაში უამბიციო გუნდში რომელიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და არ აქვს ამბიცია სადმე ევროტურნირზე გასვლის ასეთ გუნდში ახალგაზრდა ტალანტებს არ უნდათ თამაში.
რაც შეეხება ევროტურნირებს დღეს თუ არ დახარჯავ ფულს არ მოიყვან გამოცდილ მაღალი დონის ლეგიონერებს არ მოიყვან კარგ მწვრთნელს რომელსაც უმუშაოვია მაღალ დონეზე და უთამაშია ევროტურნირები და არ ჩადებ ინვესტიცია არაფერი გამოვა რასაც მე ვუყურებ ფიფიას დინამოს ყოველ წელს ახალი წმვრთნელი ახალი ტაქტიკა ახალი ფეხბურთელები 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით 4 მწვრთნელი შეცვალა და ერთი მაღალი დონის ლეგიონერიც არ მოუყვანია გუნდში აბა ასეთი მიდგომით რა შედეგი უნდა დადგეს და კიდევ ამ ფეხბურთელების გაჩუქება ხომ შეიძლება რომ იმ ნიჭიერ ფეხბურთელებს 18-19 წლის ბიჭებს ისეთი კონტრაქტები გაუკეთო რომ 2-3 წელი დარჩნენ გუნდში და დაეხმარონ გუნდს მარა ეგეც არ გაუკეთებიათ.ერთი სიტყვით ცუდი პრეზიდენტია ცუდი შედეგები აქვს ცუდი მენეჯმენტია და გუნდს სჭირდება ახალი მენეჯმეტი და სრული განახლება ყველა დონეზე თორე ისეთი შედეგები გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელში რომ ფსქერიც კი ჩავხვრიტეთ ისეთ გუნდებთან ვაგებთ ყველას ვაწერინებთ ისტორიას უკვე ყველა გუნდისთვის ვართ საოცნებო მეტოქეები.
გოჩა
21 ივლისი 2022 07:38
2
ეს კარგი ინფორმაციაა, მაგრამ ფასი არ უნდა დაადოს არარეალური! ისეთმა კაცმა უნდა იყიდოს ვისაც ფეხბურთი უყვარს და ამავე დროს თავმოყვარეობაც აქვს.ნუ ფული თავისთავად.სხვაგვარად მივიღებთ ფიფია2-ს
დავით 67
21 ივლისი 2022 04:38
2

სიახლეები პოპულარული