ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" დატოვებას ეხმაურება

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას აღარ დაიცავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქომაგებში ვნებათაღელვა მოჰყვა. ინფორმაცია ლაზარემაც დაადასტურა და "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გააკეთა.

"მოგესალმებით. ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი აღარ ვარ.
ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.
მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს
სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს
შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე, ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრად.
მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით".

შეგახსენებთ, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

altბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?

მკითხველის კომენტარები / 14 /
საერთოდ გუნდურ თამაშში წაგება ან თუნდაც მოგება ერთ კაცს დააბრალო ძაან დიდი შეცდომაა და ნამდვილი მიზეზეზის გადაფარვას ნიშნავს (პირდაპირი დიაგნოზია,... სხვათა შორის ეს განმარტება ზოგადია და თამაშში მარტო სპორტი არ იგულისხმება, მაგალითად ქირურგიაც გუნდური თამაშია
kaxak
26 ივლისი 2022 18:25
0
ხუთი გაუტანეს ბათუმს ერთი სამის გატანა კიდევ შეეძლოთ რა შუაშია აქ მეკარე პოლონეთის ჩემპიონს რომ შემტევ ფეხბურთს ეთამაშები გასვლაზე ქეცბაიას მაინც კითხეთ რას ნიშნავს ეს
მოურინიო
26 ივლისი 2022 08:36
1
პირველრიგში მადლობა ლაზარეს ყველაფრისთვის. სამწუხაროდ როცა ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა მისი საიმედობა იმ ისტორიულ თამაშში ვერ მოხდა ისე როგორც მას და ყველას გვინდოდა. ყველას კარგად გვესმის რომ სლოვანის ბარიერი რომ გადაგველახა რომელიც ძალიან რეალური იყო, ახლა სხვა საფეხბურთო სურათი იქნებოდა ქვეყანაში. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მეტნაკლებად ყველას მთელს გუნდს, სამწუხარო ისაა რომ პასუხისმგებლობას ყველა გაურბის ეს ჩვენი ქართული სენია, სამწუხაროდ. პირველრიგში არც მწვრთნელს და არც ლაზარეს ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება თამაშის მერე და არ აუღიათ პასუხისმგებლობა კონკრეტული თამაშის შედეგზე ( სლოვანთან). ესეც ფეხბურთის ნაწილია რომ მწვრთნელს და ფეხბურთელს უნდა ეყოთ ვაშკაცობა და გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს გულშემატკივარს რომელმაც ნახევარი სიცოცხლე მიალია სლოვანთან თამაშს, და დაიკარგა ეს ისტორიული შანსი, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი წინ არის. და მათ გარეშე გაკეთდება ეს, ფეხბურთელები და მწვრთნელები მიდიან და მოდიან კლუბი კი რჩება, წინ დინამო!
საავედრა
26 ივლისი 2022 00:16
0
ვხედავ,რომ გულისტკივილი გალაპარაკებს,მაგრამ შენ გულშემატკივრობაში მიალიე ნახევარი სიცოცხლე და მწვრთნელს,ან ფეხბურთელს,ვისაც ასეთი რამე დაემართა,შენზე მეტი განცდები არ ექნებოდა?აბა ეს კლუბიდან წასვლა,რას ნიშნავს?შენი თავი წარმოიდგინე მეგობარო,მის ადგილზე და დარწმუნდები,რომ აქ სიტყვები სრულიად ზედმეტია.ბიჭებს,კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ გვერდში დადგომა,ლაზარეს წასვლასაც დიდ შეცდომად ვთვლი და კლუბისაგან ამაზე დათანხმებასაც.დარწმუნებული ვარ,აჯობებს გადაწყვეტილების გაუქმება და საკუთარი შრომით,შეცდომის გამოსყიდვა.ლაზარე ვიღაც შემთხვევითი პიროვნება არ არის ბათუმისათვის.მთელი სულით და გულით,მისი ნაწილია,თქვენც მისი ნაწილი ხართ და ერთად უნდა გადაიტანოთ დარტყმა და სიხარულიც.სიხარულში მართლაც ერთად იყავით,ახლა კი,ჭირის გაძლების დროა.ასეთი კლასის მეკარეებიც ორღობეებში არ ყრია და არც ის დიდი თბილისის დინამო შექმნილა ერთ და ორ წელში.ჯერ კიდევ მურთაზ ხურცილავას,კახი ასათიანის,გივი ნოდიას და რეზო ძოძუაშვილის დროს ჰქონდათ დებიუტი ევრო თასებზე და გამოუცდელობის გამო,ძალიან მწარე მარცხსაც ხშირად განიცდიდნენ.ეს ეტაპი,ბათუმელებსაც გასავლელი აქვთ.პირველივე მარცხზე ყურების ჩამოყრა და გუნდის დაშლა,იმას ნიშნავს,რომ ხელახლა აწყობილი ბათუმი,ისევ ასეთივე მარცხის გარდაუვალობის მსხვერპლი გახდება.ბიჭებმა თავი გადადეს სლოვანთან და ისეთი გამოცდილება მიიღეს,რომლის სწავლა შეუძლებელია.არ შეიძლება ამ გამოცდილების წყლისთვის გატანება.ლეგიონერს იყიდა,ან გაყიდი,მაგრამ ადგილობრივ კადრებს,მოფრთხილება სჭირდება.ბათუმი ხომ მათთვის,უბრალოდ კლუბზე გაცილებით მეტია.არა ვარ ბათუმელი,მაგრამ ვხედავდი როგორ რუდუნებით იქმნებოდა ეს ბათუმი და ასე ემოციების ფონზე გუნდის დაშლა,თქვენ თვითონ არ უნდა დაუშვათ.თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ ყველას,თუნდაც ამ თამაშების ანტიგმირებს და ერთად წამოდგეთ ფეხზე.დღევანდელი ბათუმის დინამო,თავის გულშემატკივრებიანად ხომ უბრალოდ კლუბზე გაცილებით უფრო დიდი ფენომენია.
სოსო
26 ივლისი 2022 16:21
0
Warmatebebi lazare. Saqartvelo odidganve ase iyo 1000 kargi gaaketo da 1001 shegeshalos chagqolaven. Magari biwi xar da aravis kritikas ahyve. Miaweqi dzma da bevr warmatebas miagwev.
Levan
25 ივლისი 2022 22:53
1
თავად გუნდიდან გაშვების ფორმა იყო მიუღებელი, გოიმური და არაპროფესიონალური. ეს იყო განტევების ვაცის ძებნა საკუთარი განავლის დაფარვის მიზნით. ვაღიარებ, რომ ლაზარემ წააგო სლოვანთან თამაში, მაგრამ რატომ მაშინვე არ გაუშვეს? იმიტომ რომ მისი შეცდომა ნათელი იყო. და გაუშვეს ლეხთან დამარცხების შემდეგ, სადაც მთლიანად გუნდმა ჩაისვარა. ეს კი უკვე აღარ აწყობდათ, რადგან მხოლოდ მეკარის ბრალეულობა არ იყო და პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ვინმეს,
ჰოდა დააკისრეს მეკარეს. ამაზრზენია ბათუმის ხელმძღვანელობის საქციელი, გეგუჩაძე არაკაცულად მოიქცა. რატომ იდგა ლაზარე ასე წინ სლოვანთან? რატომ აგვიანებდნენ ან საერთოდ არ იძლეოდნენ მინდვრის მოთამაშეები პასს გადამწყვეტ მომენტში? იმიტომ, რომ დისციპლინის დაბალი დონე აღმოაჩნდათ. ვის უნდა ეზრუნა ამაზე? მწვრთნელს! ამაზე მას უნდა ემუშავა. ესენი კი ქათმებივით მოიქცნენ.
ანესთეზეოლოგი
25 ივლისი 2022 21:42
9
მე, ცალსახათ, ბრალს ვდებ იმ კომენტატორებს, რომელთაც მიყავდათ ტელერეპორტაჟი დ.ბთ - სლოვანი. მეორე, აქაც sportall.ge-ზე, გავაკრიტიკე ჟურნალისტი, ვინაც ეს მატჩი გააშუქა. ჩემი აზრი იყო: მეორე გოლში მთავარი დამნაშავე იყო მცველი (აღარ მახსოვს გვარი, მაშინ დავწერე), რომელიც იდგა ახლო ძელთან და რატომღაც შეიწია შიგნით. კომენტატორები და საიტი კუპატაძეს ადანაშაულებდნენ. და ყველას დაავიწყდა მაშინ, რომ ბათუმის ფრე ბრატისლავაში მთლიანად კუპატაძეს დამსახურება იყო, 3-4 ისეთი მკვდარი ბურთი აიღო, რომ გაეშვა, ვერცერთში ვერ დაადანაშაულებდი.
შედეგად, ამდენი არასწორი კრიტიკის მერე, მოიშალა და მივიღეთ სწრაფად 0-2 პოლონეთში. შემდეგ დაცვაც აირია და 0-5.უარესი კი ისაა, რომ თურმე კუპატაძე წავიდა. ჩემი აზრით, ეს ტრაგედიაა, პირველ რიგში ბათუმისთვის.
Alexandre, თბილისის დინამოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
25 ივლისი 2022 19:57
5
ბათუმის დინამო!ლაზარე კუპატაძე!ორივე მხარე რომ რომ მაგრად მიჰქარავთ,ხვდებით?მაგ ერთი სიტყვისათვის ბოდიშს ვიხდი,მაგრამ სხვა რა დავარქვა თქვენს გადაწყვეტილებას?ლაზარეც მაგრად აიჭრა და კლუბის ხელმძღვანელობაც,მაგრამ ეს არის გამოსავალი?თბილისის დინამოს გზაზე დგებით?მორჩით შენი ბრალია, ჩემი ბრალიას და განაგრძეთ მუშაობა.ეს გადაწყვეტილება ბათუმის დინამოს პროექტის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს და ყველა წააგებს,საქართველოს ნაკრების ჩათვლით.დავითაშვილის და აზაროვის ტრანსფერიო,კუპატაძის წასვლაო....ესე იგი ყველაფერი მორჩა?ყველა გაიყიდება და ყველაფერი ნულიდან დაიწყება?არავინ დაიჯეროს!ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალო,ნათქვამია.აღარ მივა ბათუმის სტადიონზე მაყურებელი,ნდობას და შეგრძნებას დაკარგავს,რომ რაღაც დიდი იქმნება და მისი თამანონაწილეები არიან.ნდობის დაკარგვა კი,კატასტროფა იქნება.ბატონო არჩილ!არჩილ ბერიძეს მივმართავ.დარწმუნებული ვარ ირაკლი აზაროვის და ზურიკო დავითაშვილის გაყიდვა,ლაზარე კუპატაძის გაშვება,ძალიან ნაადრევია პირველ რიგში მათთვის,მერე კი ბათუმის და ქართული ფეხბურთისათვის.აზრი არ აქვს ასეთ მდგომარეობაში გუნდიდან წასვლას.ისინი იმ დროს უნდა წავიდნენ,როცა საუკეთესო მდგომარეობაში იქნებიან.ემოციები, ამ დროს ცუდი მოკავშირეა. გაერთიანდით, წამოდექით ფეხზე და განაგრძეთ გზა.ესაა ერთადერთი სწორი გამოსავალი.გუნდს გაძლიერება სჭირდება და ეს ცალსახაა,მაგრამ ცივი თავითაა ყველაფერი გასაკეთებელი.ახლა გჭირდებათ ბიჭებო,ერთად დგომა!დარწმუნებული ვარ,შესძლებთ ფეხზე წამოდგომას და წინსვლის გაგრძელებას.ვინც გადარჩება,ის უფრო ძლიერდება და თქვენც ამას გისურვებთ.თავზე დახვეული ტურების კივილს და სვავების ყარყაშს,ყურადღებას ნუ მიაქცევთ და განაგრძეთ წინსვლა.
სოსო
25 ივლისი 2022 19:08
2
კუთხურიდან გაუტანეს ძალიან მნიშვემელოვანი გოლი,რამაც უდიდესი გავლენა იქონია მთელ ქარტულ ფეხბურთზე!
კახა
25 ივლისი 2022 17:57
2
დინამოს სპორტული დირექტორი რა მაგრა მუშაობსო და რა არის მაგარი მუშაობა ვერ ვიგებ. მოიყვანა გრიცურეკი არაფრის მაქნისი, მოიყვანა, სანოგო არაფრის მაქნისი, მოიყვანა ყაზახეთის ლიგიდან გავარდნილი გუნდიდან დენკოვიჩი არაფრის მაქნისი, მოიყვანა ფრინპონგი ტურისტად, ქართველი ფეხბურთელის მოყვანას კიდევ რა უნდა მთავარია 500 ლარით მეტი მიეცი ხელფასი, მაგათ ხო არ აინტერესებთ გუნდის პროექტი? ან ითამაშებენ თუ არა? სამაგიეროდ არ მოიყვანა კვირკველია და გაუშვეს კუპატაძე თურმე მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორც თვითონ კუპატაძემ თქვა. კაია ესე გააგრძელეთ ესეთი მუშაობით ლიგის ჯგუფში კი არა ლიგას მოიგებთ.
baba
25 ივლისი 2022 16:50
1
ჩემი აზრით, გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილებაში ბევრად ღრმა შინაარსია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. მანდ სხვა რაღაც მოხდა აშკარად. დაუჯერებელია, რომ უბრალოდ გოლების გაშვების გამო გაათავისუფლეს გუნდიდან. სავარაუდოდ სხვა რაღაცაზე აქვთ ეჭვები. ამიტომ განმარტება უნდა გაკეთდეს ოფიციალური, თორე დიდი ლანძღვის ნიაღვარია მიმართული გუნდის ხელმძღვანელობაზე!
შერლოკ ჰოლმსის მეზობელი
25 ივლისი 2022 16:18
3

სიახლეები პოპულარული