ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს

AutoSharing Option
90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა, ბათუმის "დინამოში" გადაბარგდეს.

როგორც იცით, ჩვენებურმა სამხრეთ კორეის "ჯეონბუკში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ახლა კვლავ უკლუბოდაა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ოქრიაშვილი და "დინამო" მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკეს ბოლო გუნდი "აპოელი" გახლდათ, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ასევე დაგაინტერესებთ