ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში ვერ ითამაშებს და კარიერის გაგრძელება მხოლოდ საზღვარგარეთ შეუძლია

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, Sportall.ge-მ გაარკვია, რომ გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში რჩება და იქედან გამომდინარე, რომ ეროვნულ ლიგაში კონტრაქტიანი ფეხბურთელის რეგისტრაციის თარიღი საქართველოში 20 ივლისამდეა, ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას მხოლოდ საზღვარგარეთ შეძლებს.

20 წლის (21-ის სექტემბერში გახდება) მოისწრაფიშვილს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს. ის თბილისელთა რიგებში 2 სეზონის განმავლობაში თამაშობს, მანამდე კი "თელავის" ღირსებას იცავდა.

თბილისიდან პირდაპირ ბათუმის "დინამოში" დღევანდელი შემადგენლობიდან ირაკლი აზაროვი, გიორგი ზარია და მილან რადინი ჩაირიცხნენ, მოისწრაფიშვილი კი, თუკი ტრანსფერი განხორციელდებოდა, მე-4
ფეხბურთელი იქნებოდა.

ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება. ამ დღეს, 21-ე ტურში, თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, მეორე დღეს კი გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო" გორის "დილას" ესტუმრება.

alt"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

ასევე დაგაინტერესებთ