ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

Geo Team: თბილისის "დინამოს" "ფენერბაჰჩეს" გენერალური სპონსორი ყიდულობს? - რა კომპანიაა Alagoz Holding-ი და რას საქმიანობს ის სპორტში

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ყიდვით თურქული კომპანია Alagoz Holding-ია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
ასევე დაგაინტერესებთ