საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში პროექტის 3B ეტაპი გაიმართა, რომელიც 40-წუთიან სათამაშო ეპიზოდებს მოიცავს. მსაჯებს თამაშის მიმდინარეობისას მომხდარი საკამათო ეპიზოდების გარჩევა და VAR-ის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღება ევალებოდათ.

მომდევნო, 3C ეტაპის ფარგლებში, ფიფასთან შეთანხმებით, ჩატარდება სატესტო თამაში, რის საფუძველზეც საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება VAR-ის თანხლებით გახდება შესაძლებელი.

სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფასგან ვიდეო ასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო
ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ ვფიქრობდი რა აკლდა ქართულ საკლუბო ფეხბურთს და აი გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს, VAR-ით გავალთ კონფერენს,ევროპის და ჩემპიონთა ლიგაზეც კი. განა ცუდია,მაგრამ გადასაჭრელი პრობლემების სია აშკარად უკუღმა გიდევთ ფედერაციაში და ვინმემ იქნებ ამოატრიალოს ეგ ფურცელი,თორემ გაგვასწრო ფარერებმა
საქართველო
23:31 10-08-2022
6

სიახლეები პოპულარული