ზურიკო დავითაშვილი ბათუმის "დინამოში" აგრძელებს...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილის ფრანგულ "ლორიენში" ფაქტობრივად, გადაწყვეტილ ტრანსფერზე გაცნობეთ და შემდეგ ისიც გითხარით, რა მიზეზი უშლიდა ამას ხელს.

Sportall.ge-ის ინფორმაციით, ზურიკო ბათუმში დაბრუნდა და მინიმუმ, სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ტრანსფერების განხორციელება 31 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი.

კვირას, 21 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ლიდერი ბათუმის "დინამო" "საბურთალოს" უმასპინძლებს და შესაძლოა, დავითაშვილმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა შეძლოს.

altრა უშლის ხელს დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერს? - ექსკლუზივი

altექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
სერბეთში მაინც გაეშვათ ან თურქეთ,პოლონეთში, აქ მუღამს დაკარგავს. საშინლად დაეცა დონე კვარას,აზაროვის,გაგნუძის,ხარაბაძის წასვლის მერე. ბევრი კარგი იგროკი წავიდა და დონეც მაგრადაა დაცემული. სვარკაა უკვე, ყურება შეუძლებელია და ცოდოა ეს აქ.
ზეზვა
01:14 21-08-2022
0
კვარაზე იუვეს იძახდნენ ომი სანამ არ დაიწყო არ გაყიდეს ეხლა ლორიენიო და რცჰებაო იმენა ვაცჰრები უნდატ იხეიროს მაფიამ
mamuka
12:10 20-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული