ზურიკო დავითაშვილი ბათუმის "დინამოში" აგრძელებს...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილის ფრანგულ "ლორიენში" ფაქტობრივად, გადაწყვეტილ ტრანსფერზე გაცნობეთ და შემდეგ ისიც გითხარით, რა მიზეზი უშლიდა ამას ხელს.

Sportall.ge-ის ინფორმაციით, ზურიკო ბათუმში დაბრუნდა და მინიმუმ, სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ტრანსფერების განხორციელება 31 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი.

კვირას, 21 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ლიდერი ბათუმის "დინამო" "საბურთალოს" უმასპინძლებს და შესაძლოა, დავითაშვილმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა შეძლოს.

altრა უშლის ხელს დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერს? - ექსკლუზივი

altექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგი,საიმედო და სასარგებლო ფეხბურთელია,სკაუტები ბრმები არიან თორემ ზურიკოს ადგილი ტოპ 5 ლიგაშია,მისი მჯერა
ნიკოლოზი
21:12 19-08-2022
6
მაგათ ტრანსფერი თუ უნდათ კონტრაქტს გაუფორმებდნენ და მერე იგივე ბათუმში გაანათხოვრებდნენ ადგილის გამონთავისუფლებადე.
ჯონდო
18:13 19-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული