ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ორი ფრე - ეროვნული ლიგის ლიდერი 28 ტურის შემდეგ კვლავ ბათუმის "დინამოა"

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგას 28 ტურის შემდეგ კვლავ ბათუმის "დინამო" ლიდერობს. მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლნისში ადგილობრივ "სიონთან" ფრედ 1:1 ითამაშეს.

გია გეგუჩაძის გუნდი 24-ე წუთზე მილან რადინმა დააწინაურა, 42-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილი გაუგდეს, მეორე ტაიმის დებიუტშივე გი გნაბოიუმ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთზე მოთამაშე (თემურ ბექაური) ბოლნისელებსაც გაუძევეს და გუნდებმა შეხვედრა 10-10-ზე დაასრულეს. 

კონკურენტის წაფორთხილებით თბილისის "დინამომ" ვერ ისარგებლა და ქუათაისის "ტორპედოს" გასვლაზე დაუზავდა - 0:0

28 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" კვლავ 1 ქულით უსწრებს და
შემდეგ ტურში 7 ოქტომბერს ეს გუნდები დედაქალაქში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.