თბილისის "დინამომ" აუტსაიდერი "ლოკომოტივი" დაამარცხა და გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის "დინამო" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

სტუმრებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, თავი ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა, საშა ოდიშარიამ კი 79-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

ამრიგად, 33 ტურის შემდეგ "დინამო" 75 ქულით გათამაშების ლიდერია, მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლოკომოტივი" 8 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს, 12 ნოემბერს კი გორის "დილას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილა-დინამოს 2:3 მაიმუნობის შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს ამ ვითომ ჩემპიონატს ვინ მოიგებს. ან თასზე რა ხდება, თითქოს წინასწარ დაწერილ სცენარს მიჰყვებიან და დაურიგეს ყველა გუნდს თავისი ადგილი წინასწარ. ძალით ჩემპიონატი, თუ არადა და მოვა შემდეგი ევროსეზონი და ვისაც არ დაეზარება ყველა გაგვასაზიზღრებს.
ირაკლი
21:41 06-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული