ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" აუტსაიდერი "ლოკომოტივი" დაამარცხა და გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის "დინამო" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

სტუმრებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, თავი ანზორ მექვაბიშვილმა გამოიჩინა, საშა ოდიშარიამ კი 79-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ აიღო.

ამრიგად, 33 ტურის შემდეგ "დინამო" 75 ქულით გათამაშების ლიდერია, მომდევნო მატჩს 10 ნოემბერს, "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლოკომოტივი" 8 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს, 12 ნოემბერს კი გორის "დილას" ესტუმრება.