"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში "გაგრა" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მასპინძელთა მხრიდან მათე ცინცაძეს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში კი თემურ შონიამ 64-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამრიგად, "ტორპედო" 50 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 26 ნოემბერს, ბოლნისის "სიონთან" გამართავს.

"გაგრა" 36 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 26 ნოემბერს ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩხეტიანის სამწვრთნელო უნარები რომ შეზღუდულია, ეს დინამოში ყოფნის დროს გამოჩნდა, წარმატებასაც უმეტესად გამართლების ხარჯზე აღწევდა მაშინაც და ახლაც, მაგრამ თავისი ფეხბურთელების გაქაჩვის ხარჯზე სხვების ჩამოწერამ, თავისი ქნა და ფორტუნამაც ზურგი აქცია.
რამდენიც გინდა აპრავონ ეს წაგება, თითქოს მესამე ადგილი არ აინტერესებს და თასის ფინალზე აქვს აქცენტი გადატანილიო, არაფერი ამართლებს ლოკომოტივთან ფრეს და 10 კაციან დილასთან წაგებას, მაშინ ხომ ჯერ არ ვიყავით ფინალში.

ქუთაისელი
12 ნოემბერი 2022 11:11
0
კი გეთანხმები მეც მაგ აზრი მაქვს, უბრალოდ წინამორბედი მწვრთნელისგან განსხვავებით გუნდი დაალაგა.
პავლე
12 ნოემბერი 2022 23:14
0
უეჭველი ნესტორ მუმლაძის ტაქტიკით ითამაშეს და იმიტომაც მოიგო გაგრამ.
ლეროი
12 ნოემბერი 2022 00:27
0

სიახლეები პოპულარული