2023 წლიდან ომარ თეთრაძე ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 2023 წლიდან ეროვნული ლიგის ბინადარი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე გახდება.

დმანისში დაბადებულ და რუსეთის მოქალაქე ომარი თეთრაძეს კარიერის განმავლობაში არაერთი რუსული და ყაზახური გუნდი დაუმოძღვრავს.

ის წარსულში "ანჟის", "ნიჟნი ნოვგოროდის", ხიმკის", "ჟეტისუს", "კრასნოიარსკის", "ენისეისა" და "ტობოლის" დამრიგებელი გახლდათ.

რაც შეეხება "საბურთალოს", კლუბმა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთს რო გაეჭედა მერე გაიხსენეს ამათ, რომ ქართული გვარები აქვთ და მოაწყდენ ეხლა საქართველოს, არადა ამ ვაჟბატონმა ქართველობა იუარა და რუსეთის ნაკრებში გავარდა
4
ეს თეთრაძე არ იყო საქართველოს ნაკრები რო არ იკადრა და რუსული არჩია? გარუსებული ქართველის გაკეთებული ქართული საქმე არ გაიშვა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული